ლაურა კრაუს კალენბერგისგან
ვყოფილიყავი მაღალი მოდის ევროპული ჟურნალების ყდებზე უკვე ჩემი ოცნება კი არა, არამედ რეალობა იყო. მიჭირდა ამისი დაჯერება! ყველაფერი რაც მე მინდოდა იყო ის, რომ ვყოფილიყავი ჟურნალებში, გამომემუშავებინა ბევრი ფული, და მემოგზაურა მსოფლიოს გარშემო. ბრძოლა არსებობისათვის როგორც იყო დამთავრდა. ახლა შემეძლო დავმტკბარიყავი პარიზში, ჩემს ახალ სახლში ყოფნით, და ვყოფილიყავი ბედის ნებიერი. ყოველივე ამის შემდეგ, განა არ შეიძლება იმისი თქმა, რომ აი ეს არის ცხოვრება?
როგორია სილამაზის თქვენეული გაგება? რას შეცვლიდი შენს გარეგნობაში რომ შეგეძლოს? როდესაც მე დავიწყე ჩემი კარიერა ქრისტიან დიორთან ერთად პარიზში 19 წლის ასაკში, სილამაზის ჩემეული გაგება ისეთივე იყო, როგორც სხვები ფიქრობდნენ ჩემზე. თუ ადამიანები მიღებდნენ და სურდათ ჩემი დაქირავება სამოდელო საქმისათვის, დასკვნაც შესაბამისი იყო, ე.ი. ლამაზი ვარ და ამიტომ ხდება ასე. ეს იყო საშიში ფიქრი, რადგანაც მე საკუთარი ღირსების გრძნობას სხვების ხელებსა და სხვების შეხედულებებს ვაყრდნობდი.
სხვა საშუალება, რომლითაც მე ვახდენდი სილამაზის განსაზღვრებას, იყო იმ ასოციაციის დამოკიდებულება, სადაც მე ვმუშაობდი. ჩემს გარდა, ის მუშაობდა მსოფლიოს სხვა ლამაზ ქალებთანაც, რომელთა ფოტოებიც ჩნდებოდა ყველაზე პოპულარულ ჟურნალებში. ვინაიდან ისინი მეგობრები და თანატოლები იყვნენ, ამიტომაც ვფიქრობდი, რომ მეც ძალიან ლამაზი ვიყავი.
კიდევ ერთი გზა, რომლითაც მე ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ ლამაზი ვიყავი, გადიოდა იმ კაცებზე, რომლებსაც ვიზიდავდი. რადგანაც მრავალი მიმზიდველი, ჭკვიანი, წარმატებული კაცი მოუშორებლად დამდევდა, შესაბამისად მეც ვფიქრობდი, რომ ლამაზი ვიყავი. ცხადია პოპულარულიც ვიყავი და მეგობრებიც ბევრი მყავდა. და რადგანაც ჩემი წარმატება იზრდებოდა და ადამიანებიც მაღიარებდნენ, ჩემთვის ძალიან ადვილი იყო მოვხვედრილიყავი ყოველგვარი სახის წვეულებებზე და წავსულიყავი იქ სადაც მსურდა. ასე, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი ლამაზი, რადგანაც ამდენი მეგობარი მყავდა და მქონოდა შესაძლებლობა წავსულიყავი იქ სადაც მსურდა.
შედეგი კი ის გახლდათ, რომ მე გადავიქეცი ეგოცენტრულ პიროვნებად, რომელიც ძალიან თავკერძა ცხოვრებას ეწეოდა. დროის დიდ ნაწილს საკუთარ თავს ვუთმობდი და მხოლოდ პირადულზე ვიყავი კონცენტრირებული. “მე,” “საკუთარი თავი”, და “ჩემი” ჩემთვის სამი ყველაზე საყვარელი სიტყვა გახდა. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს ფიზიკურ წარმოჩენას ხმარდებოდა... ჩემი წონა, თმა, ტანსაცმელი და მთელი ჩემი მიმზიდველობა.
ერთხელაც მე ორთვიან სამოდელო სამუშაოზე ვიყავი იაპონიაში. ყოველი დღე დანიშნული იყო იმისათვის, რომ ჩემთვის რაღაც გაეკეთებინათ, ისინი მზად იყვნენ ჩემი ფეხსაცმლის თასმებიც კი შეეკრათ. როდესაც ვიცმევდი, იქ ყოველთვის იდგა ვინმე, რომელსაც ეკავა ჩემი კაბა და მოსასხამი. მათ ყავდათ სამი ადამიანი იმისათვის, რომ ეკეთებინათ ერთი ადამიანის საქმე. ყოველივე ეს კვებავდა ჩემს პატივმოყვარეობას და ხაზს უსვამდა ჩემს მნიშვნელობას.
მე მუშაჰოლიკიც გავხდი (ძალიან ბევრს ვმუშაობდი). კვირის განმავლობაში შვიდი დღე ვმუშაობდი, რადგანაც ვიცოდი, რომ არაფერი იყო გარანტირებული – და შესაძლებელი იყო ერთ მშვენიერ დღეს გარეთ დავრჩენილიყავი. ჩემი გარეგნობა გაფერმკრთალდებოდა და მომიწევდა ყოველგვარი საქმისათვის მომეკიდა ხელი. იმ დღეს გერმანიაში ვმუშაობდი. საჭირო გახდა საღამო ხანს გავფრენილიყავი პარიზში სამუშაოდ და დავბრუნებულიყავი უკან გერმანიაში დილით. მეშინოდა დამეკარგა ეს ყოველივე, ამიტომაც მთელი ძალ-ღონით ვიყავი მასზე ჩაბღაუჭებული. ასე რომ უნდა გამეკეთებინა ყველა სახის სამუშაო, რომელიც შემეძლო.
შედეგი კი ის იყო, რომ გამოვიფიტე და ავად გავხდი. ერთ დღესაც გონება დავკარგე, დავეცი და მუხლი დავიზიანე. ჩემი კარიერის მანძილზე პირველად ვიწექი საწოლში. ეს ყველაზე დამთრგუნველი გამოცდილება გამოდგა იმათ შორის, რომელიც კი ოდესმე მქონია, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ორი კვირის მანძილზე გრძელდებოდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ მე გავაცდენდი ყველა ფრეთ-ე-ფორთერს (მოდის ჩვენების შოუ), რისთვისაც ვიყავი მომზადებული და გამოსადეგი. მე თოთხმეტი შოუ უნდა გამეცდინა. ძალიან დათრგუნული ვიყავი.
ერთ დღესაც, როდესაც ასე ვიწექი საწოლს მიჯაჭვული და არ შემეძლო მუშაობა, დავიწყე ჩემს განვლილ ცხოვრებაზე ფიქრი და თავისთავად გაჩნდა კითხვებიც იმ ფასეულობებზე და იდეებზე სილამაზესთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემში იყო ჩანერგილი; მთავარი კითხვა კი შემდეგი გახლდათ, როგორი პიროვნება გავხდი ამ ხნის მანძილზე.
თანდათან მივხვდი, რომ სილამაზეზე ჩემი შეხედულება არაადექვატური იყო. მაგალითად ვიცოდი, რომ ჩემი გამოხედვა უნდა შეცვლილიყო. ჟურნალის ყდებზე დაბეჭდილ ფოტოებსა და იქიდან ამოჭრილ სურათებს ძალიან მალე გაუვიდა ყავლი. არადა მე ძალიან ბევრს ვშრომობდი იმისათვის, რომ ეს ფოტოები ჟურნალებში მოხვედრილიყო. ჩემს სააგენტოს სურდა მათი იქიდან ამოღება ექვსი თვის განმავლობაში, რადგანაც ყველაფერი უკვე აღარ შეესაბამებოდა სტილს! მე კი მუდამ ვცდილობდი მათ შენახვას.
ისიც აღმოვაჩინე, რომ დიდი ფულის შოვნა ახალგაზრდულ ასაკში დიდებულია, მაგრამ ამ ფულის განკარგვის პასუხისმგებლობა ძალიან დამღლელი. ასეთი კითხვაც გაჩნდა, სინამდვილეში რატომ ვიყავი ადამიანებისათვის მიმზიდველი. სხვანაირად რომ გამოვიყურებოდე ანდა რამეს სხვანაირად რომ ვაკეთებდე ანდა ცოტა ფული, რომ მქონდეს, ისევ ვეყვარებოდი ჩემს მეგობარ ბიჭს ისეთი, როგორიც ვარ?
ყველა ეს კითხვა და ეჭვი გულს მიღრღნიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩემი კარიერის პიკზე ვიყავი. უცბად წარმოვიდგინე რამდენად უმნიშვნელო იყო ყოველივე ეს, ამან კი შიგნით დიდი სიცარიელის განცდა დამიტოვა. როდესაც ყოველივე შევიძინე რაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ მინდოდა, გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ რაღაც კვლავ მეკლდა. იმ წარმატებამ და ყურადღებამ, რომელიც მე მივიღე, ვერ შეავსო ის სიცარიელე, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი.
რა მოხდა? სად არის ჩემი პრიორიტეტები? ვის ან რას ვეძებ, რა მაკლია?
გამიჩნდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მე ჩემს ცხოვრებას ვაშენებდი ისეთ საგნებზე, რომლებიც არ გახლდათ საიმედო. ანუ ჩემი ცხოვრება შენდებოდა იმაზე, თუ რას ფიქრობდა იმ დროის კულტურა ანდა ჩემი მეგობარი მამაკაცი ჩემზე, ანდა იმაზე თუ რამდენ ფულს ვიშოვიდი და რამდენად პოპულარული ვიქნებოდი. მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებას ქვიშაზე ვაშენებდი.
გონებით ცოტა ხანს, უკან ინდიანაში დავბრუნდი, სადაც ვიზრდებოდი, და სადაც, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. “ეძიე სიყვარული ყველგან, იქაც კი, სადაც არ გგონია რომ იპოვნი”, როგორც სიმღერა ამბობს; მახსოვს კლასელმა დამპატიჟა კონცერტზე თავის ეკლესიაში. მე დავეთანხმე, რადგანაც ჩემი კლასის ნახევარს ბიჭები წარმოადგენდნენ და ეკლესიაც ძალიან დიდი იყო, ამიტომაც დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ მხიარულება იქნებოდა.
თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ იდგა ღმერთის პოვნის საჭიროება. რა იყო დასაწყისი? ჩემი მშობლები გაყრის პირას იყვნენ. მათი რწმენა ვერ შველოდა მათ პრობლემების მოგვარების გზაზე.
იქ ეკლესიაში, კონცერტის შემდეგ, მე მოვისმინე სიტყვა, რომელიც შეეხო ჩემს გულს. როდესაც მუსიკა და სიმღერა შეწყდა, მუსიკოსებმა გვითხრეს რომ უნდოდათ რაღაცის თქმა და გაზიარება. ვფიქრობდი, რომ ისინი აპირებდნენ მოეყოლათ თავიანთი პირველი ჩანაწერის ანდა რაღაც ამისი მსგავსი ამბავი. მაგრამ ამბავი, რომელიც მათ გვაუწყეს იყო ის, რომ ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ.
ისინი ლაპარაკობდნენ ღმერთთან ურთიერთობაზე იესო ქრისტეს მეშვეობით. მათ აღწერეს ღმერთის უპირობო სიყვარული ჩვენს მიმართ, რის გამოც მან გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ის მომკვდარიყო ჯვარზე ჩემი ცოდვების გამო. ბიჭოს, გავიფიქრე, უპირობო სიყვარულის ურთიერთობა! და უკვე დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა ჩემთვის დავფიქრებულიყავი იმაზე, რომ ჩემს ცხოვრებაში მცდარად ვიქცეოდი, და რომ არ ვიყავი ისეთი, როგორიც ღმერთს უნდოდა რომ ვყოფილიყავი. მუსიკოსებმა ამიხსნეს, რომ ჩემთვის არ იყო საჭირო ღმერთის კეთილგანწყობა. ჩემთვის უბრალოდ საჭირო იყო მიმეღო ღმერთის სიყვარული და იესო ქრისტეს მიტევება.
იმ ღამეს ვილოცე მოკლე ლოცვით და ვთხოვე ქრისტეს ეპატიებინა ჩემთვის და შევეცვალე. ასევე ვუთხარი მას, რომ მისთვის ვიცხოვრებდი და მას ვემსახურებოდი ჩემი სიცოცხლით. მე მოვიწვიე ის შემოსულიყო ჩემს ცხოვრებაში და დაეწყო ურთიერთობა ჩემთან.
ამის შემდეგ პარიზში მოვხვდი, ერთი წელი იყო გასული, ვფიქრობდი ამ განსაკუთრებულ მოვლენაზე, მიკვირდა თუ როგორ მივივიწყე ასეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში და იმ მდინარებაში, სადაც ცხოვრებამ დაკარგა თავისი ნამდვილი მნიშვნელობა. მივხვდი, რომ უკუვაგდე ჩემი ურთიერთობა ღმერთთან და ავირჩიე საკუთარი მიმართულება. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ ასეთ სიცარიელეს ვგრძნობდი! კვლავ ვთხოვე პატიება ღმერთს იმის გამო, რომ საკუთარი თავისთვისა და სხვებისაგან მოწონება-მიღებისთვის ვცხოვრობდი. და ვუთხარი მას: “გთხოვ შემცვალო და მაჩვენო, თუ რა არის წარუვალი სილამაზე.”
პირველი რაც ღმერთმა მაჩვენა ქედმაღლობის საფრთხე იყო. მე დიდი ხნის განმავლობაში ვებრძოდი მას. ამერიკაში, 20 მილიარდი დოლარი იხარჯება კოსმეტიკაზე; 300 მილიონი დოლარი კოსმეტიკურ ქირურგიაზე; 33 მილიარდი დოლარი დიეტურ პროდუქტებზე. ეს ნათლაც წარმოაჩენს იმას, თუ რამდენ დროსა და ფულს ვხარჯავთ ჩვენს ფიზიკურ სილამაზეზე. ქედმაღლობა არ არის ლამაზი.
ჩვევად მქონდა ჩემი სილამაზე სხვა ქალების სილამაზისთვის შემედარებინა. შური კიდევ ერთი პრობლემა იყო, რომელზეც უნდა მემუშავა. მე უნდა მესწავლა ვყოფილიყავი დარწმუნებული იმაში, ვინც და რაც ვარ და როგორ შემქმნა მე ღმერთმა, და ისიც უნდა მცოდნოდა, რომ მას ვუყვარვარ მე და სულ არა აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას, თუ როგორ გამოვიყურები და რას ვმოქმედებ.
დაურწმუნებლობა არ არის კარგი. ის ძალიან აძნელებს იმას, რომ გყავდეს მეგობრები და თავადაც იყო მეგობარი. მთელი შენი მოლოდინი მიმართულია სხვების კომპლიმენტებისაკენ შენდამი, და ეს თავის მხრივ წინაპირობაა იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნო. და ეს არ არის საიმედო საყრდენი.
რა არის სილამაზე? ეს არ არის ფიზიკური წარმოჩენა. ეს არის ის, რაც შიგნითაა, რაც შენს გულშია. თავმდაბლობა არის სილამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის პოპულარული ჩემს ბიზნესში. დარწმუნებულობა და საკუთარი ღირსების გრძნობაა სილამაზე. ღმერთის პიროვნული შემეცნებაც სილამაზის მომტანია, ვინაიდან იმის ცოდნას, რომ მას უყვარხარ შენ და გიღებს შენ დარწმუნებულობა და ღირსების გრძნობა მოაქვს შენს ცხოვრებაში. ეს კი ძალას გაძლევს იყო თავისუფალი, რათა მიიღო და გიყვარდეს საკუთარი თავი და შენი ნაკლოვანებები.
ქრისტეს მიტევების გარეშე ჩვენი ცოდვა უკეთურს გვხდის შინაგანად. ჩვენში არ არის მშვიდობა. მსოფლიოს ყველა “საფარველსა” და წამალს არ შეუძლია ამისი შეცვლა. ღმერთი ხედავს ამას და სხვებიც დაინახავენ ამას. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ლამაზები გაგვხადოს ღმერთის თვალში. ჭეშმარიტი შინაგანი სილამაზე იწყება ღმერთთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ჩვენს გულში, იწყება იქ და ფართოვდება...
მე შემიძლია გითხრათ თქვენ, რომ იესო ქრისტემ შეცვალა ჩემი ცხოვრება, და არასოდეს არ ვინანებ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მე მივიღე, მივყოლოდი მას. რატომ არ უნდა სთხოვოთ ქრისტეს შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში? იესომ თქვა, “აი, ვდგევარ კართან და ვრეკ; ვინც მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან” (გამოცხადება 3:20).
შენ შეგიძლია ქრისტეს მიღება ახლავე, რწმენით, ლოცვის მეშვეობით. ღმერთი ხედავს შენს გულს და ამიტომაც მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შენი გულის მდგომარეობა ვიდრე თანმიმდევრობით დალაგებული სიტყვები. აი აქ არის იმისი მსგავსი ლოცვა, როგორიც მე წარმოვთქვი ადრე, და რომელიც შეიძლება გამოხატავდეს შენი გულის სურვილს...
უფალო იესო, მე შენ მჭირდები. მადლობა იმისათვის, რომ ჯვარზე მოკვდი ჩემი ცოდვებისათვის. მე გავხსნი ჩემი ცხოვრების კარს და მიგიღებ შენ, როგორც ჩემს მხსნელსა და უფალს. მადლობა იმისათვის, რომ მომიტევე ცოდვები და მომეცი საუკუნო სიცოცხლე. მიწინამძღვრე ცხოვრებაში და მაქციე ისეთ ადამიანად, როგორც შენ გინდა რომ ვიყო.
თუ ეს ლოცვა გამოხატავს შენი გულის სურვილს, შენ შეგიძლია ილოცო ამ ლოცვით ახლავე და ქრისტე შემოვა შენს ცხოვრებაში, ზუსტად ისე როგორც შეგპირდა.
ახლა ვთხოვე იესოს შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში (დამხმარე ინფორმაცია)...
ვმერყეობ, თუ შეიძლება ამიხსენით უფრო დაწვრილებით...
2001 © Laura Krauss Calenberg
Photo credits: 1,3 Michael Goldman, 2 David Sacks