ღმერთის პირადი შემეცნება

რა არის საჭირო იმისათვის, რომ დაიწყო ურთიერთობა ღმერთთან? იქნებ ეს ელვის დაჭერაა? ან იქნებ საკუთარი თავის აღძვრაა იმისათვის, რომ უანგარო რელიგიური საქმეები აკეთო? ან გახდე უკეთესი პიროვნება, ისეთი რომ ღმერთმა მიგიღოს? არც ერთი ამათგანი. ღმერთმა ბიბლიაში ძალზე მკაფიოდ გვითხრა, თუ როგორ შეგვიძლია მისი შემეცნება. ეს თავი აგიხსნის შენ, თუ როგორ უნდა დაიწყო პერსონალური ურთიერთობა ღმერთთან, სწორედ ახლა...

პირველი პრინციპი: ღმერთს უყვარხარ და გთავაზობს საუცხოო გეგმას შენი ცხოვრებისათვის.

ღმერთმა შეგქმნა შენ. მხოლოდ ეს არ არის, მას იმდენად უყავრხარ შენ, რომ სურს იცნობდე და სურს მასთან გაატარო მარადიულობა. იესომ თქვა, “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.”1

იესო მოვიდა იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შესძლოს შეიმეცნოს და ესმოდეს ღვთისა პერსონალურად. მხოლოდ იესოს შეუძლია აზრი და მიზანი მისცეს ჩვენს ცხოვრებას.

რა გვაკავებს ჩვენ ღმერთის შემეცნებისაგან?...

პრინციპი მეორე: ყველა ჩვენგანმა შესცოდა და ჩვენი ცოდვა გვაცალკევებს ღმერთისგან.

ჩვენ ვგულისხმობთ იმ გაცალკევებას, რომელიც გვაშორებს ღმერთისგან ჩვენი ცოდვების გამო. ბიბლია გვეუბნება: “ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა.”2

სულის სიღრმეში, ჩვენი დამოკიდებულება შეიძლება იყოს აქტიური ჯანყი ან პასიური გულგრილობა ღვთისა და მისი გზების მიმართ, მაგრამ ყოველთვის მკაფიოა ის, რასაც ბიბლია ცოდვას ეძახის.

შედეგი ცოდვისა ჩვენს ცხოვრებაში სიკვდილია – რომელიც სულიერი განშორებაა ღვთისაგან.3 შეიძლება ჩვენ ვცდილობდეთ მივუახლოვდეთ ღმერთს ჩვენი საკუთარი ძალისხმევით, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო იქნება.

ეს დიაგრამა აჩვენებს იმ უფსკრულს, რომელიც არსებობს ჩვენსა და ღმერთს შორის. ისრები გვაჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება ვცდილობდეთ მივწვდეთ ღმერთს ჩვენი საკუთარი ძალისხმევით. შეიძლება ასევე ვცდილობდეთ ვაკეთოთ კეთილი საქმეები ცხოვრებაში, ანდა გამოვიმუშავოთ ღვთის მოწონება კეთილი ცხოვრებით ანდა მორალური ფილოსოფიით. თუმცა ჩვენი კეთილი ქმედებები არ არის საკმარისი ჩვენი ცოდვების დასაფარავად.

როგორ შეგვიძლია ამ უფსკრულზე ხიდის გადება?...

პრინციპი მესამე: იესო ქრისტეა ღვთის ერთადერთი პირობა ჩვენი ცოდვებისათვის. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ და განვიცადოთ ღვთის სიყვარული და გეგმა ჩვენი ცხოვრებისათვის.

ჩვენ ვიმსახურებთ ანუ მოვალენი ვართ გადავიხადოთ ფასი ჩვენი საკუთარი ცოდვისათვის. პრობლემა ის არის, რომ ეს ფასი სიკვდილია. ამიტომაც, ჩვენ რომ არ მოვმკვდარიყავით ღმერთისაგან გამოყოფილები, მისი სიყვარულისაგან განცალკევებულნი, იესო ქრისტე მოკვდა ჩვენს ადგილზე. ჯვარზე, იესომ აიღო ყველა ჩვენი ცოდვა თავისთავზე და სრულად გადაიხადა მათთვის. “რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვებისთვის, მართალი _ უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან.”4 “...მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით...”5 იესოს სიკვდილის გამო ჯვარზე, ჩვენი ცოდვა უკვე ვეღარ გამოგვაცალკევებს ღმერთისგან.

“რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.”6

იესო არა მხოლოდ მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, არამედ აღდგა კიდეც მკვდრეთით.7 როდესაც მან ეს გააკეთა, მან ეჭვგარეშე დაამტკიცა, რომ მას შეეძლო კანონიერად აღეთქვა თავისი მორწმუნეებისათვის საუკუნო სიცოცხლე – რომ ის არის ძე ღვთისა და ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვიცნობდეთ ღმერთს. სწორედ ამიტომ თქვა იესომ, “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით.”8

იმის ნაცვლად, რომ უფრო მეტად ვცდილობდეთ საკუთარი ძალისხმევით ღმერთის მიწვდომას, რაც როგორც უკვე ვთქვით შეუძლებელია; საჭიროა ვისწავლოთ ის თუ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ ურთიერთობა მასთან სწორედ ამ მომენტში. იესო ამბობს, “მოდით ჩემთან.” “თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.”9 სწორედ სიყვარული იყო ის, რამაც მოათმენინა მას ჯვარი. და ახლა ის გვიწვევს ჩვენ მივიდეთ მასთან, რომ შევძლოთ პირადი ურთიერთობების დაწყება ღმერთთან.

მხოლოდ იმის ცოდნა თუ რა გააკეთა იესომ და რას გვთავაზობს ის ახლა არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ ურთიერთობები გვქონდეს ღმერთთან, ჩვენ უნდა მოვიწვიოთ ის ჩვენს ცხოვრებაში...

პრინციპი მეოთხე: ჩვენ ინდივიდუალურად უნდა მივიღოთ იესო ქრისტე, როგორც მხსნელი და უფალი

ბიბლია ამბობს, “ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.”10

ჩვენ იესოს რწმენის მეშვეობით ვიღებთ. ბიბლია ამბობს, “ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს.”11

იესოს მიღება ნიშნავს გწამდეს ის, რომ იესო არის ძე ღვთისა, რასაც ის ამტკიცებდა კიდეც, შემდეგ კი მოიწვიო ის გაუძღვეს და უწინამძღვროს შენს ცხოვრებას.12 იესომ თქვა, “მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.”13

და აი იესოს მიწვევაც. მან თქვა, “ვდგევარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ მასთან.”14

როგორ უპასუხებთ ღმერთის მიწვევას?

თვალი მიმოავლე ამ ორ წრეს:


საკუთარი თავით
მართული ცხოვრება

“მე” საკუთარი თავია ტახტზე

“იესო” იესო ცხოვრების გარეთაა

გადაწყვეტილებები და მოქმედებები მხოლოდ დამოუკიდებლად მიიღება, რაც ხშირად იმედგაცრუებით მთავრდება



ქრისტესგან
მართული ცხოვრება

“იესო” იესოა ცხოვრებაშიც და ტახტზეც

“მე” ადამიანი ემორჩილება იესოს

პიროვნება ხედავს იესოს გავლენასა და წინამძღოლობას საკუთარ ცხოვრებაში


რომელი წრე უკეთესად გამოხატავს შენს ცხოვრებას?

რომელი წრე გსურს, რომ გამოხატავდეს შენს ცხოვრებას?

დაიწყე ურთიერთობა იესოსთან...

შენ შეგიძლია ქრისტეს მიღება სწორედ ახლა. გახსოვდეს რაც იესომ თქვა, “აჰა, ვდგევარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ მასთან.”15 გსურს, რომ უპასუხო მის მიწვევას? აი აქ არის ის სიტყვები, რომელთა მიხედვითაც შეგიძლია ამისი გაკეთება.

ზუსტი სიტყვები, იმისათვის რომ თავი მიუძღვნა ღმერთს არ არის მნიშვნელოვანი. მან იცის თქვენი გულის ზრახვები. თუ თქვენ არა ხართ დარწმუნებულები იმაში თუ რა და როგორ უნდა ილოცოთ, ეს ტექსტი შეიძლება დაგეხმაროთ აზრის დალაგებაში.

“იესო, მინდა რომ გიცნობდე. მინდა რომ შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში. მადლობა იმისათვის, რომ მოკვდი ჯვარზე ჩემი ცოდვებისათვის ასე რომ ახლა შესაძლოა სრულად ვიქნე შენგან მიღებული. მხოლოდ შენ შეგიძლია მომცე ძალა და დამეხმარო შევიცვალო და გავხდე ის პიროვნება, როგორადაც შენ შემქმენი. მადლობა იმისათვის, რომ მაპატიე და მომეცი საუკუნო სიცოცხლე ღმერთთან ერთად. მეც გაძლევ ჩემს სიცოცხლეს. გთხოვ ისე გამოიყენო ის, როგორც შენ გსურს. ამინ.”

თუ შენ გულწრფელად სთხოვე იესოს შემოსულიყო შენს ცხოვრებაში სწორედ ახლა, ის შემოვა როგორც აღგითქვა. შენ შეგიძლია დაიწყო პერსონალური ურთიერთობები ღმერთთან.

და რაც ამას მოჰყვება არის ცვლილებისა და ზრდის განუწყვეტელი პროცესი; პროცესი ღმერთთან ურთიერთობისა ბიბლიის, ლოცვისა და სხვა ქრისტიანებთან ერთობის მეშვეობით.

ახლა ვთხოვე იესოს შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში (დამხმარე ინფორმაცია)...

მე მაქვს შეკითხვა...

(1) იოანე 3:16
(2) ესაია 53:6
(3) რომაელთა 6:23
(4) 1პეტრე 3:18
(5) ტიტე 3:5
(6) იოანე 3:16
(7) 1 კორინთელთა 15:3-6
(8) იოანე 14:6
(9) იოანე 7:37, 38
(10) იოანე 1:12
(11) ეფესელთა 2:8,9
(12) იოანე 3:1-8
(13) იოანე 10:10
(14) გამოცხადება 3:20
(15) გამოცხადება 3:20

გადააგზავნე ეს გვერდი