ანონიმური ავტორისგან
ნათქვამია, რომ “საუკეთესო გეგმა, ისეთი გეგმაა, როდესაც შენ სარგებლობას ნახულობ სხვების სისულელისაგან.” სწორედ ამას შეეხება ეს სტატია. მინდა გაგიზიაროთ გარკვეული გამოცდილება, რომელიც მე შევიძინე – რთული გზა – შეეხება გოგონებსა და მათთან ურთიერთობებს. მოკლედ მოგაწვდით ინფორმაციას იმ ათ მიზეზზე, თუ რატომ ვარჩევ ახლა დავიცადო ქორწინებამდე, და არ ვიჩქარო მქონდეს სექსი ვინმესთან.
როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი მქონდა შემთხვევები, რომლებსაც მე “სიყვარულით თრობას” დავარქმევდი. გოგონასთან ყოფნის შემდეგ, მეორე დილით ყოველთვის სიცარიელის განცდა მქონდა. ეს ისეთი რამ არის, რასაც თქვენ ვერც ტელევიზორის ეკრანებზე და ვერც კინოფილმებში ვერ იხილავთ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე ხდება. იყო სიცარიელე, იმედგაცრუებაც კი, ურთიერთობის შემდეგ.
“სიყვარულით თრობა” უცხო მოვლენა იყო ჩემთვის. ალბათ იმიტომ, რომ კოლეჯში სწავლისას, ჩემი გონება მთლიანად ამით იყო დაკავებული და რადგანაც მამაკაცად აღვიქვამდი თავს, სწორედ სექსი იყო, ის რაზედაც ვფიქრობდი დილითაც, შუადღისითაც და საღამოთიც. ასე რომ თქვენ შესანიშნავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი მდგომარეობა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ხშირი იყო მარცხი და იმედგაცრუება ყოველივეს შემდეგ.
იქნებ რაღაც მსგავსი რამ თქვენ თავსაც ხდება? ოდესმე გიგრძვნიათ “სიყვარულით თრობა”? თუ გიგრძვნიათ, უნდა გაჩერდეთ და დაფიქრდეთ, “რატომ ხდება ასე? რატომ იყო, რომ ქალთან ურთიერთობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ასეთი სიცარიელის განცდას მიტოვებდა ყოველთვის?”
მახსოვს როგორი შეცბუნებული ვიყავი ამ სიცარიელის განცდით. ბოლოს და ბოლოს დავასკვენი: “ალბათ უფრო მეტი ურთიერთობაა საჭირო, და ამაშია საქმე.”
(ხშირად ვფიქრობთ, რომ ამგვარი გზა და ქცევა დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ ასე არ ხდება. მაგალითად, როდესაც შევიძენთ ხოლმე მანქანას, რომელიც ყოველთვის გვინდოდა, გავა გარკვეული ხანი და იკარგება პირვანდელი ხიბლი. იმის ნაცვლად, რომ დავასკვნათ, რომ მანქანა არ არის ის, რაც დაგვაკმაყოფილებდა სინამდვილეში, ჩვენ როგორც წესი შეცდომას ვუშვებთ და ვამბობთ, “ალბათ, ეს არ არის ის მანქანა, რომელიც უნდა მეყიდა. ახლა გავყიდი ამას, და ვიყიდი სხვას, რომელიც ნამდვილად ის იქნება.”)
თუმცა სიცარიელე გრძელდება. ბოლოს და ბოლოს მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ქორწინებამდელი სექსი სულაც არ არის ის, რადაც მას სახავენ. მას საკმარისზე მეტი იმედგაცრუება მოაქვს. სულაც არ არის ის, როგორადაც მას კინოფილმები სახავენ. ასე, რომ ყოფილიყო, მას სიცარიელე კი არა, არამედ აღვსების განცდა უნდა მოეტანა.
მე ისიც აღმოვაჩინე, რომ გოგონებს ბოლომდე არ ესმით, თუ რა ხდება შემდეგ, როდესაც სექსი ჩაივლის. საქმე შემდეგშია, ისინი სულ სხვანაირად უყურებენ და აღიქვამენ ამას, ვიდრე ბიჭები. ხშირად გოგონა სექსს ამართლებს შემდეგი სიტყვებით: “კი მაგრამ მე ხომ მიყვარს ის,” და ეს ხდება მაშინაც კი, როდესაც მას სინამდვილეში არ უნდა, რომ დაწვეს თავის შეყვარებულთან. რატომ ხდება ასე? ნათქვამია: “გოგონები იყენებენ სექსს იმისათვის, რომ სიყვარული მოიპოვონ, ბიჭები კი პირიქით, ისინი იყენებენ სიყვარულს იმისათვის, რომ სექსი მიიღონ.”
ეს არის ის სქემა, რომელიც მუშაობს ამ დროს: გოგონები წარმოიდგენენ იმას, თუ როდის იქორწინებენ ბიჭზე, ხოლო ბიჭები წარმოიდგენენ ყველაფერს, რაც მათ უნდათ მიიღონ გოგონასგან მანამდე, სანამ “უღელში” გაყოფენ თავს. და მანამდე, სანამ რომელიღაც შინაგანი ხმა ეუბნება გოგონას, რომ საჭიროა ამისი გაკეთება, რომელიღაც შინაგანი ხმა ეუბნება ბიჭს სრულიად საწინააღმდეგოს. რატომ ხდება ასე? ცხადია ფიზიკური სიამოვნებისთვისაც, მაგრამ ასევე, როგორც მე ვფიქრობ, სხვა მიზეზითაც: ეს აძლევს ბიჭს იმის განცდას, რომ ის კაცია. თუმცა არსებობს დიდი ირონია იმაში, რაშიც კაცები შეგნებულად ატყუებენ ქალებს?
რაღაც, რაც მე აღმოვაჩინე შემდეგია: როდესაც შენ პატივს სცემ ქალს, ამით შენ საკუთარ თავს სცემ პატივს. რატომ? იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს გეწვევა იმედგაცრუება, და ეს იმედგაცრუება გაცილებით დიდხანს გაგრძელდება ვიდრე სიამოვნება. კინოფილმში “რობ როი”, მთავარი გმირი ამბობს, “პატივისცემა ის ნიჭია, რომელსაც მამაკაცი საკუთარ თავს მიაგებს.” როდესაც შენ პატივს სცემ ქალს იმის გაკეთებით, რასაც საკუთარი გული გკარნახობს რომ სწორია (ანუ, ეს არის ის, რაც მის მთავარ ინტერესს შეადგენს), შენ ამით პატივს სცემ საკუთარ თავს და არწმუნებ, რომ არ გექნება ხანგრძლივი დეპრესია ცხოვრების მანძილზე.
რას ვგულისხმობ ამაში: უმრავლესობა იმ გოგონათაგან ვისთანაც მე ვყოფილვარ ახლა სხვა კაცების მეუღლეები არიან. როდესაც საკუთარ თავს ვაყენებ იმ კაცების ადგილზე, ვნატრულობ, რომ არ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. ფაქტია, რომ მიჩნდება სურვილი ამის გამო საკუთარ ცხვირს გვარიანი დარტყმა მივაყენო.
და ასე, რა შეიძლება ვთქვა, როდესაც მეც დავქორწინდები, არაფრით არ მინდა იმისი წარმოდგენა, რომ ოდესღაც ვინმე ჩემს ცოლთან იწვა. თქვენ რაღას იტყვით? მოგწონთ იმისი წარმოდგენა, რომ ვინმე თქვენს ცოლთან იწვა? თუ ახლა მეგობარი გოგონა გყავს და ამაზე დაფიქრება უსიამოვნოა თქვენთვის, იფიქრე იმაზე, თუ რა დიდი იქნება ეს უსიამოვნება მაშინ, როდესაც თქვენს გვერდით უკვე კანონიერი მეუღლე იქნება.
შეგიძლია კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. ეს გოგონა ხომ ვიღაცის ქალიშვილია. როგორი ამბავი იქნება, ის რომ ჩემი ქალიშვილი იყოს? ანდა ის ჩემი და იყოს? მომეწონებოდა, რომ ვიღაც ბიჭს, ჩემს მსგავსად ესარგებლა მისით? მე ახლა გოგონებს სხვა კუთხით ვუყურებ. ისინი სხვა კაცების ან ცოლები არიან, ან ქალიშვილები, ან დები და ა.შ.
მოვიყვან მაგალითს, კოლეჯში ერთი ძალიან საყვარელი მეგობარი გოგონა მყავდა, ჩემი ოცნების ქალი. მასთან, არაფერი ისეთი არ ყოფილა. ვმეგობრობდით მხოლოდ, მაგრამ შემდეგ, ჩემი ინიციატივით, ერთად დავწექით.
სექსი მალევე გადაიქცა ჩვენი ურთიერთობების მამოძრავებელ ღერძად. მასთან მიმართებაში მე აღარაფერზე არ ვფიქრობდი, სექსის გარდა. და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო გამხდარიყო და გაზრდილიყო, ფაქტობრივად ის გაშრა და რღვევა დაიწყო. ეს არის ის, რასაც ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ “სექსი კლავს საუკეთესო ურთიერთობებს.” ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ ურთიერთობა მრავალი მიმართებით – ემოციონალურად, გონებრივად, ფიზიკურად, სულიერად. მაგრამ როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა გოგონამ ძირითადი აქცენტი ფიზიკურ ურთიერთობებზე გადავიტანეთ, ამან მნიშვნელოვნად დააზიანა ჩვენი ურთიერთობის სხვა მხარეები. და შედეგად ჩვენი მთლიანი ურთიერთობა უკან წავიდა. ჩვენ კვლავ შეგვეძლო ერთად ვყოფილიყავით დღეს თუ მე მოვიცდიდი.
მე ვხედავ, რომ ამისთვისაა განწირული მრავალი სხვა ურთიერთობებიც, ჩემს ურთიერთობებს არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ სხვა ადამიანების ურთიერთობებს. და ვფიქრობ ამაში იმალება ის მიზეზი, რომლის ახსნასაც ახლა ვაპირებ.
ჩემთვის, ორი რამ ხდება, როდესაც ვწევარ რომელიმე გოგონასთან. როდესაც კვლავ ვიხსენებ ყოველივეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყოველთვის ასე ხდება, თუმცა ადრე ამ დინამიკის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. აი ეს არის ხსენებული ორი რამ: 1) მე ვკარგავ გოგონას პატივისცემას (იმის მიუხედავადაც კი, რომ შეიძლება მე არ მინდოდეს ეს); და 2) მას უჩნდება უნდობლობა ჩემდამი (იმის მიუხედავადაც კი, რომ შეიძლება მას არ უნდოდეს ეს).
მე არ ვიცი თუ რატომ ხდება ეს, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს ხდება. შესაძლოა ეს ამ “სისტემის” ნაწილია. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ: მე არ ვარ მარტო. ვხედავ იმას, რომ ეს ხდება კვლავ და კვლავ. ვიცი მრავალი ადამიანი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ქორწინებამდელ ურთიერთობებში, და ახლა მათ პრობლემები აქვთ ოჯახში. მათ ოჯახები შექმნეს ზემოთხსენებული გამოცდილებით ანუ პატივისცემისა და ნდობის დაკარგვის გამოცდილებით. არადა სწორედ ეს ორი რამ არის უმთავრესი ქორწინებაში და ჯანსაღი ოჯახის შექმნაში.
მე ვიცნობ ახლადდაქორწინებულ წყვილს, რომლებიც შეიძლება თვე გავიდეს და არ დაწვნენ ერთად და ალბათ ამიტომ – კაცი პატივს არ სცემს მას, რაც ქალმა კარგად იცის და ქალი არ ენდობა მას და ამიტომაც არ უნდა, რომ მასთან დაწვეს. ძალზე სამწუხაროა ეს ფაქტი და კიდევ უფრო მეტად სამწუხარო ის არის, რომ ეს შემთხვევა გაცილებით ზოგადია, ვიდრე თქვენ შეიძლება გეგონოთ. თუმცა საჯაროდ ასეთ რამეებზე არავინ ლაპარაკობს. და კინოფილმებიც და ტელევიზიაც, რომლებიც გვიჩვენებენ და მოგვითხრობენ წყვილებზე, რომლებსაც ქორწინებამდე აქვთ სექსი, არასოდეს არ მოგვითხრობენ ამ პრობლემაზე. ეს იმას ჰგავს, რომ არავის არ უნდა აღიაროს ის, რომ ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ის ფაქტია.
რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შევალთ ქორწინებაში მეტი პატივისცემით მისდამი ჩემი მხრიდან და მეტი ნდობით მისგან ჩემდამი. აი კიდევ რა ვისწავლე: თუ გოგონა არ ენდობა ბიჭს, მას არ უნდა მთლიანად მიეცეს მას. კიდევ უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ ამას, ვიტყვით: ის სინამდვილეში არ იღებს სიამოვნებას მასთან ყოფნით.
აი ეს როგორ ხდება. რადგანაც “გოგონები იყენებენ სექსს იმისათვის, რომ მიიღონ სიყვარული, ხოლო ბიჭები იყენებენ სიყვარულს იმისათვის, რომ მიიღონ სექსი,” ამიტომაც არის ხოლმე, რომ ბიჭი და გოგო ქორწინებამდე წვებიან ერთად. გოგონა აკეთებს ამას, იმიტომ რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა, ხოლო ბიჭი აკეთებს ამას იმისათვის, რომ მას ეს უფრო მეტად უნდა ვიდრე ურთიერთობა თავისთავად. შემდეგ ქორწინების მერე, ქალს გააჩნია ის, რაც მას სურს: დარწმუნებულობა კაცის მხრიდან ანუ ის უკვე მისი ქმარია. ასე რომ ის აღარ იყენებს სექსს იმისათვის, რომ მიიღოს კაცი. და რადგანაც ქალი შეიძლება ნაწყენი იყოს კაცზე, რადგანაც მან აიძულა ის ჰქონდა სექსი მასთან ქორწინებამდე, ახლა მას შესაძლოა აღარც აინტერესებდეს ფიზიკური ურთიერთობა. და კაცს, რომელიც ახლა უკვე აღარ სცემს ჯეროვან პატივს ცოლს, რადგანაც უკვე ჰქონდა მასთან სექსი ქორწინებამდე – კვლავ სურს სექსი, მაგრამ არა როგორც ურთიერთშერწყმის გამოცდილება საკუთარ ცოლთან. ეს მხოლოდ სექსია, რომელსაც ქალი იძლევა თითქოსდა რაოდენობრივად. და ხელში გვრჩება დუნე სექსუალური ცხოვრება ქორწინებაში.
მე არ ვახდენ ამის თეორიულ ანალიზს. ახლა აღარ ვარ კოლეჯში და მრავალი ადამიანი ჩემს ირგვლივ უკვე დაქორწინებულია, და ვხედავ რომ ეს ხდება ყოველ დროს. ანტიდოტი ანუ თავის შეკავება სექსისგან ქორწინებამდე კაცს დიდ პატივისცემას უნერგავს თავისი ცოლისადმი და ასევე ქალსაც უნერგავს დიდ პატივისცემას საკუთარი ქმრისადმი. და შედეგი ის იქნება, რომ მათ ექნებათ უკეთესი და გაცილებით ხშირი ფიზიკური ურთიერთობა ოჯახის შექმნის შემდეგ, რადგანაც ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს გაცილებით მეტად და უყვართ ერთმანეთი გაცილებით ღრმად.
სექსი გარკვეულწილად მისტიკური რამ არის, რომელიც წარმოშობს ადამიანებს შორის ღრმა კავშირს, მაშინაც კი თუ ჩვენ მას “შემთხვევითს” ვეძახით. ეს პრობლემა ასეთია: რაც უფრო ხშირად ვუკავშირდები სხვა გოგონებს, იმდენად ნაკლებად შევძლებ დავუკავშირდე ჩემს მომავალ ცოლს. ეს სკოტჩის ლენტის ნაჭერს წააგავს – რაც უფრო მეტად იყენებ მას სხვადასხვა რამეებისთვის, იმდენად ნაკლებად აწებებს ის საგნებს. გარკვეული ხნის შემდეგ ის არაფერს აღარ დააწებებს.
თუ მე ვუკავშირდები სხვა გოგონებს ქორწინებამდე, უკვე ვეღარ შევძლებ კარგი ურთიერთობები დავამყარო ჩემს ცოლთან შემდგომში. მე ვეღარ შევძლებ გავუფრთხილდე მას იმდენად, რამდენადაც შემეძლო ამისი გაკეთება და შედეგად ვეღარ შევძლებ მიყვარდეს ის იმდენად, რამდენადაც შემეძლო მყვარებოდა. თითოეული გასული დღე, რომელსაც მე ჩემი მომავალი ცოლის ერთგულებაში ვატარებ, ნიშნავს იმას, რომ ჩემი ურთიერთობები მასთან უფრო უკეთესი იქნება.
სავალალოა: ჩვენი კულტურა კიცხავს ადიულტერს, მაგრამ უშვებს ქორწინებამდელ სექსს, თვით მრავალრიცხოვან პარტნიორებთანაც კი. დიდი ირონიაა ამაში. რადგანაც თუ შენ დროის გარკვეულ მონაკვეთს თანასწორობის გარეთ ატარებ, გამოდის რომ ქორწინებამდელი სექსი იგივე ადიულტერია. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რამდენად აზიანებს ადიულტერი საქორწინო ურთიერთობებს, და შესაძლოა ქორწინებამდელ სექსსაც დაახლოებით იგივე შედეგები ჰქონდეს. ის ანგრევს პოტენციურ კავშირს კაცსა და ქალს შორის.
სექსი ნიშნავს ურთიერთობების გარკვეულ მხარეს და არა ამ ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს ასპექტს. აი ეს აღმოვაჩინე კიდევ. ის შეიძლება შევადაროთ კრემს თქვენს ნამცხვარზე, როდესაც თქვენი ურთიერთობების სხვა ასპექტები გამართულად მუშაობს. მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ სექსი კარგი იქნება მაშინ თუ თქვენი ურთიერთობების დანარჩენი მხარეები იქნება კარგი. ამიტომაც ვიცი, რომ მე არ დავწვები ჩემს ცოლთან მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ სექსუალურად თავსებადები ვართ. თუ ჩვენ კარგად ვაგვარებთ საქმეებს სხვა მიმართულებებით, სექსი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საუკეთესო.
აქ კიდევ რაღაც უნდა ითქვას. კიდევ ერთი რამ, რაც მე “აღმოვაჩინე” შემდეგია: როდესაც თქვენ სექსს თქვენი ურთიერთობების გადამწყვეტ ფაქტორად აღიქვამთ, შედეგი ალბათ ცუდი სექსი იქნება. დაფიქრდით ამაზე. თუ თქვენ თქვენს სქესობრივ ურთიერთობებს მიკროსკოპის ქვეშ ათავსებთ, ანუ ცდილობთ მის განსჯას და მისით მთლიანად ურთიერთობების განსჯას, მარცხი გარდაუვალია. ეს ციხეში ყოფნას ჰგავს. თქვენ კეტავთ იქ იმას, რაც თავისუფალი უნდა იყოს და არა შეზღუდული.
მაგრამ, როდესაც თქვენ უმთავრეს ყურადღებას თქვენი ურთიერთობების სხვა მხარეებს აქცევთ და არა სექსს, შედეგი ის იქნება, რომ თქვენ გექნებათ გაცილებით სასიამოვნო სექსუალური ცხოვრება, და აღარ იქნებით იმ წნეხის ქვეშ, რომ ის ყოველთვის თეატრალიზებულ სანახაობად აქციოთ. (რადგანაც ის არ იქნება ასეთი). და კიდევ, მე არ ვფიქრობ, რომ როგორც იგივე ასაკის მოზრდილ ადამიანს მქონდა იმისი უნარი, რომ მთავარი ყურადღება სექსისთვის არ დამეთმო, ანუ, თუ კი ის, საერთოდ არ იქნებოდა სახეზე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სჯობია ყველამ მოიცადოს.
მე ვიცი, რასაც ფიქრობთ: “ჰო, ასეა.” მაგრამ მართალია ეს. ფაქტია, რომ სწორედ სექსი დამეხმარა აღმომეჩინა ის რაღაც, რაც სჭარბობს მას. და ეს რაღაც სულაც არ არის მართლაც რაღაც, ის ვიღაც არის. ის ღმერთია.
მხოლოდ მომისმინეთ ერთი წუთით, მე ვიცი, რომ ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მთლიანობაში მას აქვს აზრი. ღმერთმა იმნაირად შეგვქნა ჩვენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად კმაყოფილები ვიყოთ რაიმეთი, გარდა მისი ჩვენთან ყოფნისა. მან ეს ჩადო მთლიანად ადამიანურ სისტემაში, და თითოეული ჩვენგანის სისტემაში. როგორც ერთმა კაცმა თქვა ამის შესახებ: “თითოეული პიროვნება შინაგანად ღვთის ხატად შექმნილი ვაკუუმია და მხოლოდ ღმერთს შეუძლია მისი შევსება.”
ამიტომაცაა, რომ ადამიანები იცვლიან კარიერას, პარტნიორებს, სტილს და მრავალ სხვა რამეს თუმცა უშედეგოდ. ჩვენს გამოკვლევაში, რომელსაც საბოლოო აღვსება ერქვა, აღწერილია ის, თუ რა იმედგაცრუებულები ვრჩებოდით საგნებისაგან (და ადამიანებისაგან), რომლებიც ვერ დაგვეხმარნენ მის მიღწევაში. ასე, რომ ჩვენ თავიდან ვიშორებდით მათ და ვანაცვლებდით რაიმეთი (ანდა ვინმეთი), იმის იმედით, რომ მათით ან მათში ვპოვებდით იმ აღვსებას, რომელსაც სინამდვილეში ვეძებთ. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით მას მანამდე, სანამ ღმერთთან არ მივალთ, რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია ამისი უზრუნველყოფა.
ღმერთს ძალიან ვუყვარვართ ჩვენ და სურს, რომ ნამდვილად კმაყოფილები გვნახოს. მას საუკეთესო უნდა ჩვენთვის და ეს საუკეთესო თავად ის არის. არაფერი და არავინაა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ღმერთი. მე ვიცი, რომ ეს სიმართლეა რადგანაც ეს საკუთარი თავისათვის აღმოვაჩინე. ის სიცარიელე, რომელიც ჩემში იყო და რომელიც არ მტოვებდა მიუხედავად ძვირფასი შენაძენებისა, მიუხედავად ჩემი სექსუალური თავგადასავლებისა, მიუხედავად ყველა ჩემი მცდელობისა შემევსო ჩემი ცხოვრება; სიცარიელე არ მტოვებდა მანამდე, სანამ ღმერთს არ მივმართე თხოვნით, სანამ არ მივმართე იესო ქრისტეს შემოსულიყო ჩემს ცხოვრებაში. იესო ქრისტემ თქვა, “...ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.” (იოანე 6:35). ეს სიტყვები სინამდვილე გახდა ჩემს ცხოვრებაში. როდესაც დავიწყე ურთიერთობა ღმერთთან, ის ვაკუუმი, რომელზედაც ზემოთ მოგახსენებდით საბოლოოდ შეივსო. მე უკვე აღარ ვგრძნობ სიცარიელეს. შედეგად, ღმერთის შემეცნებამ გაცილებით დიდი და ღრმა კმაყოფილება მომიტანა, ვიდრე ქალებთან სექსუალურმა ურთიერთობამ.
წლების მანძილზე გრძელდებოდა ჩემი სექსუალური ცხოვრება. მინდა ვთქვა, რომ მოთმინებით ველოდი ქორწინებას, მაგრამ არ შემეძლო. მქონდა უსასოობის ხშირი განცდა (და როგორც ადრევე ვთქვი ისინი გაცილებით დიდხანს გრძელდებოდა ვიდრე რომელიმე მომენტალური სიამოვნება). მე მქონდა ეს ჩავარდნები იმ დამოკიდებულებაში, როგორი დამოკიდებულებითაც ვუდგებოდი გოგონებს. მე ვზრუნავდი ჩემი მომავალი ქორწინების სტაბილურობაზე (მანამდეც და მას შემდეგაც რაც, ვიქორწინე). ღმერთი მეხმარებოდა დამეძლია ჩემი წარსული შეცდომები და მოვმზადებულიყავი მომავლისათვის. ის მეხმარებოდა ცვლილებებში, და ამ გზაზე ახლა უკვე მრავალი რამ მოხდა.
გარდა ამისა, ღმერთმა მომცა იმისი უნარი რომ დავლოდებოდი ქორწინებას და კვლავ არ მქონოდა სექსი. ცხადია, რომ ეს ხანდახან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ ღმერთს გაცილებით დიდი ძალა აქვს, რომ დაგეხმაროს ამ სიძნელეების დაძლევაში. ყველაფრის დაძლევა შეიძლება მისი დახმარებით. და თითოეული დღე, კვირა ან წელი, რომელიც გადის, მეხმარება იმის შემეცნებაში, რომ მექნება უკეთესი და მყარი ოჯახი ერთ მშვენიერ დღეს, რადგანაც მე ვიცდი. და ახლავე მექნება მყარი ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც იქნება შედეგი ჩემი დაყრდნობისა ღმერთზე, რომელსაც მივენდე მამაკაცისათვის ასეთ არსებით სფეროში.
თუ გსურს, რომ გქონდეს წარმატებული ურთიერთობები ოდესმე – როგორც ქმარსა და მამას – საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლია დაიწყო შენივე თავია. მცდელობა იმაში კი არ მდგომარეობს მაინცდამაინც, რომ იპოვო საუკეთესო ცოლი, ანდა იყოლიო კარგი შვილები. გასაღები ამ საქმისა არის საკუთარი თავიდან დაწყება. და ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, რომელიც შენ შეგიძლია გქონდეს – ურთიერთობა, რომელიც შენ საუკეთესო ქმრად და მამად გაქცევს – არის ურთიერთობა ღმერთთან.
ღმერთია, სიყვარულის, სექსისა და ურთიერთობის შემოქმედი საერთოდ. მან შექმნა ეს ყოველივე ჩვენს სასიამოვნოდ. და ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ ყოველივე ამით სრულად, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მივყვებით ამ ურთიერთობების ღვთიურ განკუთვნილობას. მე მივედი იმ აღმოჩენამდე, რომ ღმერთი არ არის “მორალიზატორი”. ის არ ამბობს, “გააკეთე ეს” ან “არ გააკეთო ეს” ისე, არაფრის გამო. როდესაც ის ამბობს, “არ გააკეთო ეს” (მაგალითად დაიცადო ქორწინებამდე და არ გქონდეს სექსი), ის არ ამბობს ამას, იმისათვის, რომ მაჩვენოს თუ ვინ არის უფროსი, ის ამას ამბობს იმისათვის, რომ იცის თუ რა არის ჩემთვის საუკეთესო. ის ამას ამბობს იმისათვის, რომ იცის თუ როგორ ჩამოაყალიბოს ჩემგან მამაკაცი, იმისათვის, რომ იცის რა არის ჩემთვის საუკეთესო და რა მომიტანს დიდ კმაყოფილებას.
ბიბლია ამბობს, რომ იესო ქრისტე იყო ღმერთი და იქცა კაცად -- “სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენს შორის.” ის იყო “ზუსტი გამოცხადება მისი [ღვთის] არსებისა.” მოკლედ რომ ვთქვათ, იესო ქრისტემ ზუსტად გაგვიცხადა ის, თუ როგორია ღმერთი. ამიტომაც საკითხავია თუ როგორ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა მასთან?
ღმერთს გააჩნია ნამდვილი სიყვარული ჩვენდამი და უნდა რომ ვიცნობდეთ მას... მაგრამ აქ ერთი პრობლემა არსებობს. ამჟამად რაც დგას ღმერთისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ცოდვებია (ანუ ჩვენი მარცხი გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს მოყვასი სრულყოფილად).
ასე რომ იესო ქრისტემ (”ღმერთმა ხორცში”) ნებაყოფლობით აიღო ყველა ჩვენი ცოდვა საკუთარ მხრებზე და მოკვდა ჯვარზე. მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვები მთლიანად ნაპატიები ყოფილიყო და მთლიანად მისაღები ვყოფილიყავით ღმერთისათვის. მან დიდი მსხვერპლი გაიღო, როდესაც იქნა ნაცემი, შეურაცხყოფილი, გამათრახებული და ჯვარცმული ჩვენს ადგილზე. სამი დღის შემდეგ, ის მკვდრეთით აღდგა. ახლა ის გვთხოვს ვუპასუხოთ მის გაღებულ მსხვერპლს და მოვიწვიოთ ის ჩვენს ცხოვრებაში.
იესო ქრისტე გახლდათ ყველაზე მაგარი კაცი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. ადამიანები ხშირად არ ფიქრობენ ამის შესახებ, თუმცა ეს სიმართლეა. ასე რომ, როდესაც თქვენ სთხოვთ მას შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, თქვენ სთხოვთ ამას ისეთ პიროვნებას, რომელმაც გაცილებით მეტი იცის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს კაცად ყოფნა ვიდრე სხვა რომელიმემ. ის დაგეხმარებათ ნამდვილ მამაკაცად გადაიქცეთ – ისეთად არა, როგორსაც ჰოლივუდი გვიხატავს – არამედ ისეთად, რომელიც იქნება სიტყვის პატრონი და იქნება გაცილებით ფასეული თავის ირგვლივ მყოფთათვის.
საკითხავია როგორ გამოიყურება ეს ნამდვილი მამაკაცი? ცხადია, რომ ის არ ემგვანება მექალთანე, ყოჩაღ ბიჭს (ვინმეს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ასხივებს). არა, მას მწყემსის შეხედულება უფრო ექნება – ისეთი კაცისა, რომლის თვალებშიც ირგვლივ მყოფებზე ზრუნვა და ყურადღება იკითხება. რაც უფრო გაიზრდები ქრისტესთან ურთიერთობაში, მით უფრო მეტად დაინახავ თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამაკაცი. და ქრისტეც შეცვლის იმ დამოკიდებულებას, როგორიც შენა გაქვს ქალებისადმი და შედეგი ის იქნება, რომ შეიცვლება შენი მიდგომა მათ მიმართ.
შენ შეგიძლია დაიწყო ურთიერთობა ქრისტესთან, რომელიც მარადიულად გაგრძელდება. “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.” (იოანე 3:16). ანუ, შენ შეგიძია მიიღო საუკუნო სიცოცხლე – ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც ახლა იწყება, და რომლის გაგრძელებასაც მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე აპირებ. თუ ეს ახლა შენი გულის სურვილია, შემდეგი სიტყვები გარკვეულწილად ისეთი განწყობის გამოხატულებაა, რომელიც შეგიძლია გამოთქვა ღვთის წინაშე გულწრფელად:
ძვირფასო ღმერთო, ვაღიარებ რომ შევცოდე შენს წინაშე. მადლობა იმისათვის, რომ აიღე ყველა ჩემი ცოდვა საკუთარ თავზე და ჯვარზე აიტანე ისინი. მინდა რომ მივიღო შენი მიტევება. მინდა, რომ დავიწყო შენთან ურთიერთობა. გთხოვ შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში, როგორც ჩემი მხსნელი და უფალი. გთხოვ მაქციე ისეთ კაცად, როგორიც გინდა რომ ვიყო.
იმისათვის, რომ მიიღო სასარგებლო რჩევა და იმისათვის, რომ გაიზარდო ღვთის შემეცნებაში, წაიკითხე მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები ბიბლიაში.
ახლა ვთხოვე იესოს შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში (დამხმარე ინფორმაცია)...
ვმერყეობ, თუ შეიძლება ამიხსენით უფრო დაწვრილებით...