სექსი და ინტიმურობის კვლევა

რას მოითხოვს თქვენგან ის, რომ განიცადო რეალური ინტიმური განცდა ვინმესთან? რა არის სიყვარული? რა არის ინტიმურობა?

დიკ ფურნელისგან

დოქტორმა ჰენრი ბრანდტმა, სტუდენტურ გაზეთში, თქვა რომ არსებობს სინდრომი, ნიმუში, როდესაც წყვილები მიდიან მასთან; და ამბობენ: “ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისში, სექსი არაჩვეულებრივი იყო. შემდეგ რაღაც უცნაური განცდა მოვიდა, თითქოს მეცინებოდა საკუთარ თავზე, მეცინებოდა ჩემს პარტნიორზეც... ჩვენ ვმსჯელობდით, ვჩხუბობდით, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დავანგრიეთ. ახლა ჩვენ მტრები ვართ.”

ეს ის სინდრომია, რომელსაც მე სინდრომის შემდგომი დილა ვუწოდე. ჩვენ ვიღვიძებდით და ვხედავდით, რომ ინტიმურობა არ იყო ჩვენს შორის. სექსუალური ურთიერთობა უკვე აღარ გვაკმაყოფილებდა, და რა მდგომარეობამდეც მივედით ბოლოს არ ყოფილა ის, რომელიც თავიდან გვინდოდა. ყველაფერი რაც სახეზეა არის მხოლოდ ორი საკუთარი თავისადმი მიმართული ადამიანი, რომელიც ეძებს თავის დაკმაყოფილებას. ნამდვილი სიყვარულისა და ინტიმურობის ელემენტები შეუძლებელია მიღწეულ იქნეს “მყისიერად”, და თქვენ თავს აღმოაჩენთ გაუწონასწორებელ მდგომარეობაში; ეს მდგომარეობა ჰარმონიას ეძებს.

თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების ხუთი არსებითი ნაწილი გააჩნია. ესენია: ფიზიკური, ემოციური, გონებრივი, სოციალური და სულიერი. ხუთივე ნაწილი განკუთვნილია იმისათვის, რომ ყველა მათგანმა ერთად და ჰარმონიულად იმუშაოს. ინტიმურობის ჩვენეულ გამოკვლევაში ჩვენ დღესვე გვინდა გადაწყვეტილება. ერთ-ერთი ჩვენი პრობლემა არის ის, რომ გვინდა “მყისიერი” სიამოვნება. და როდესაც ინტიმურობის საჭიროება ურთიერთობაში ვერ პოულობს პასუხს, ვეძებთ “მყისიერ” გადაწყვეტილებას. საკითხავია სად ვეძებთ? ფიზიკურში, გონებრივში, სოციალურში, ემოციურში თუ სულიერში? ცხადია ფიზიკურში. ყველაზე უფრო ადვილია ფიზიკური სახის ინტიმურობის განცდა ვინმესთან, და გაცილებით ძნელია იყო ინტიმური დანარჩენ ოთხ სფეროში. თქვენ შეგიძლიათ ფიზიკური სახის ინტიმურობას მიაღწიოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთ საათში, ანდა ნახევარ საათში – ეს მხოლოდ ლტოლვაზეა დამოკიდებული! თუმცა მალევე აღმოაჩენთ იმას, რომ სექსი მხოლოდ დროებითი განტვირთვაა ზედაპირული სურვილისა. არსებობს გაცილებით ღრმა საჭიროება, რომელიც ჯერაც ელის შეხვედრას.

როგორ იქცევით მაშინ, როდესაც აღგზნება თანდათან ნელდება და რაც უფრო მეტი გაქვთ სექსი, მით უფრო ნაკლებად მოგწონთ ის? ჩვენ ვახდენთ ამის რაციონალიზაციას და ვამბობთ, “ჩვენ სიყვარულით ვართ დაკავებულნი. დიახ ჩვენ მართლაც სიყვარულით ვართ დაკავებულნი.” თუმცა თავს კვლავ დამნაშავედ და დაუკმაყოფილებლად ვგრძნობთ. მთელს ამერიკაში მე ყველგან ვხვდებოდი კაცებსა და ქალებს, რომლებიც ეძებდნენ ინტიმურობას, იცვლიდნენ პარტნიორებს და იმედი ჰქონდათ, რომ “ამჯერად არ მოტყუვდებოდნენ, რომ ამჯერად შეძლებდნენ ისეთ ურთიერთობას, რომელიც უკანასკნელი იქნებოდა.”

დარწმუნებული ვარ, რომ ის რასაც ჩვენ რეალურად ვეძებთ არ არის სექსი. ის რაც სინამდვილეში გვინდა ინტიმურობაა.

რა არის ინტიმურობა?

დღეს, სიტყვა ინტიმურობა აღებულია სექსუალური კონტექსტიდან. თუმცა ის გაცილებით მეტია ვიდრე ეს. ის შეიცავს ჩვენი ყოფის ყველა განსხვავებულ განზომილებებს – ცხადია ფიზიკურსაც, თუმცა სოციალურსაც, ემოციურსაც, გონებრივსაც და სულიერსაც. ინტიმურობა რეალურად ნიშნავს ცხოვრების სრულ გაყოფას. და ყველა ჩვენგანს განა არ ჰქონია სურვილი ოდესმე სიახლოვისა, ერთიანობისა, ჩვენი ცხოვრების განაწილებისა ვინმესთან სრულიად?

მარშალ ჰოჯმა დაწერა წიგნი სახელწოდებით თქვენი შიში, რომელიც სიყვარულისგან არის გამოწვეული. მასში ის წერს: “ჩვენ ძალიან გვსურს სიყვარულის, სიახლოვისა და სინაზის გამოხატვის წუთები, მაგრამ ხშირად, კრიტიკულ მომენტში უკან ვიხევთ. ჩვენ გვეშინია სიახლოვის; გვეშინია სიყვარულის.” მოგვიანებით იმავე წიგნში ჰოჯი აღნიშნავს, “რაც უფრო ახლოს მიდიხარ ვინმესთან, მით უფრო დიდი პოტენციალია ტკივილისთვის.” და სწორედ ამ ტკივილის შიშია, რომელიც ხშირად გვაიძულებს უკან დავიხიოთ და აღარ ვეძებოთ ნამდვილი ინტიმურობა.

მე ჩავატარე ლექციების სერია სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში. ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ერთი ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრა, “მინდა რომ გესაუბროთ ჩემი მეგობარი ბიჭის პრობლემებზე.” ჩვენ ჩამოვსხედით და მან დაიწყო თავისი გასაჭირის მოყოლა. რამდენიმე დეტალის შემდეგ, მან ასეთი რამ თქვა: “ახლა მე ვცდილობ, რომ აღარასოდეს მივაყენო ტკივილი კვლავ.” მე ვუთხარი მას, “სხვა სიტყვებით, თქვენ ახლა ცდილობთ, რომ აღარასოდეს გიყვარდეთ კვლავ.” მას ეგონა, რომ ვერ გავუგე და განაგრძო. “არა, ეს ის არ არის რასაც მე ვამბობ. მე მხოლოდ ის მინდა აღარასოდეს მივაყენო ტკივილი მას. მე არ მინდა ტკივილი ჩემს ცხოვრებაში.” მე მივუგე, “კი სწორია, თქვენ აღარ გსურთ სიყვარული თქვენს ცხოვრებაში.” იცით, არ არსებობს ისეთი რამ, რასაც `უტკივილო სიყვარული” ჰქვია. რაც უფრო ახლოს მივდივართ ვინმესთან, მით უფრო დიდი პოტენცია არსებობს ტკივილისათვის.

მინდა ვივარაუდო, რომ თქვენ (და დაახლოებით მოსახლეობის 100 პროცენტი) იტყვით, რომ ტკივილი მოგადგათ წინა ურთიერთობებში. კითხვა კი იმაში მდგომარეობს თუ როგორ უმკლავდებოდით ამ მწუხარებას? იმისათვის, რომ დამალოს ტკივილი, მრავალი ჩვენგანი აწვდის ადამიანებს იმას, რასაც მე “ორმაგ-ნიშანს” (დოუბლე-სიგნ) ვეძახი. ჩვენ ვეუბნებით პიროვნებას, “შეხედე, მე მინდა რომ ახლოს მოხვიდე ჩემთან. მინდა რომ მიყვარდე და ვიყო საყვარელი... თუმცა მოიცადე, მე ტკივილი მომადგა ადრე. ამიტომაც აღარ მსურს ამ საგნებზე ლაპარაკი. აღარ მსურს მეტად ამის მოსმენა.” ჩვენ კედლებს ვაშენებთ ჩვენი გულების ირგვლივ იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი ვინმე გარეშესგან, რომ აღარ მოგვადგეს ტკივილი. თუმცა იგივე კედლები, რომლებიც გვიცავს ჩვენ გარეშეებისგან, კეტავს ჩვენს შინაგანსაც. შედეგი კი მარტოობაა და ნამდვილი ინტიმურობა და სიყვარული შეუძლებელი ხდება.

რა არის სიყვარული?

სიყვარული გაცილებით მეტია, ვიდრე ემოციები და კიდევ უფრო მეტი ვიდრე კარგი განცდები. თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ დაივიწყა რაც ღმერთმა თქვა სიყვარულზე, სექსზე და ინტიმურობაზე და მათ მაგივრად დაამკვიდრა უბრალო ემოციები და განცდები. ღმერთი დიდებულად აღწერს სიყვარულს ბიბლიაში, განსაკუთრებით პირველი კორინთელთა წერილის 13-ე თავში. ასე რომ თქვენ ხედავთ სიყვარულზე ღმერთის ჩანაფიქრის, დეფინიციის მთელ სიღრმეს, ამიტომაც ნება მომეცით წარმოგიდგინოთ მუხლები ოთხიდან შვიდის ჩათვლით (1კორინთელთა წერილის 13:4-7). ვნახოთ რამდენად შეეხიდება ეს თქვენს საჭიროებას, თუ ის პიროვნება, რომელიც თქვენთვის ძვირფასია, როგორ უნდა გიყვარდეთ ისე, როგორც ღმერთი ამბობს:

  • თუ ის პიროვნება გიპასუხებთ მოთმინებით, სიკეთით და არ იქნება შურით სავსე თქვენდამი?
  • თუ ის პიროვნება არ იქნება ყოყოჩი და ამპარტავანი?
  • თუ ის პიროვნება არ იქნება უწესო, თავკერძა ანდა ბრაზით სავსე?
  • თუ ის პიროვნება არ ინახავს თქვენი წარუმატებლობების ჩანაწერებს?
  • თუ ისინი უარს იტყვიან სიცრუეზე, და ყოველთვის იდგებიან ჭეშმარიტების მხარეზე?
  • რა იქნება თუ ეს პიროვნება დაგიცავთ თქვენ, მოგენდობათ, ყოველთვის ექნება იმედი თქვენი სიკეთისა, და მტკიცედ შეეცდება ყოველივე მოითმინოს თქვენთან დამოკიდებულებაში?

აი ეს არის ის განსაზღვრება სიყვარულისა, რაც ღმერთს სურს რომ იხილოს ჩვენს ურთიერთობებში. თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ სიყვარულის ეს სახე “სხვა პიროვნებაზეა” ფოკუსირებული. ეს უფრო გამცემია, ვიდრე მიმღები. სწორედ ამაშია პრობლემა. ვის შეუძლია იცხოვროს ამის მიხედვით?

იმისათვის, რომ ჩვენ განვიცადოთ სიყვარულის ეს სახე ურთიერთობებში გვესაჭიროება უპირველეს ყოვლისა ის, რომ თავად განვიცადოთ ღმერთის სიყვარული ჩვენდამი. თქვენ ვერ შესძლებთ შესაბამისად გამოხატოთ ასეთი სიყვარული ვინმესადმი თუ თავად არასოდეს არ განგიცდიათ მსგავსი რამ. ღმერთს, რომელიც გიცნობთ თქვენ, რომელმაც ყველაფერი იცის თქვენზე, სრულყოფილი სიყვარული გააჩნია თქვენდამი.

ღმერთი ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ მცხოვრები წინასწარმეტყველის იერემიას ბაგეებით გვეუბნება: “საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე, ამის გამო მიგიზიდე წყალობით” (იერემია 31:3). ასე რომ ღმერთის სიყვარული შენდამი არასოდეს არ შეიცვლება.

ღმერთს იმდენად ვუყვარვართ ჩვენ, რომ მან ნება დართო იესო ქრისტეს ჯვარცმულიყო (დასჯის ძველი მეთოდი) ჩვენი ცოდვებისათვის, რომ ჩვენ განვწმენდილიყავით. ბიბლიაში ვკითხულობთ, “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე” (იოანე 3:16). როდესაც ჩვენ ვტრიალდებით ღმერთისკენ და ვიღებთ მის მიტევებას, მაშინ ვიწყებთ სწორედ მისი სიყვარულის შემეცნებას.

ღმერთი გვეუბნება, “თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.” (1იოანე 1:9). ღმერთი არა მარტო მოგვიტევებს ჩვენს ცოდვებს, არამედ ის ივიწყებს მათ და გვწმენდს ჩვენ.

ღმერთი განაგრძობს ჩვენს სიყვარულს მიუხედავად ყველაფრისა. ხშირად ურთიერთობები წყდება როდესაც რაღაც იცვლება, როდესაც პიროვნების ჯანმრთელობას ზიანი ადგება ანდა როდესაც პიროვნება კარგავს თავის ფინანსურ პოზიციას. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთის სიყვარული არ არის დამყარებული ჩვენს ფიზიკურ გარეგნობაზე ანდა იმაზე თუ ვინ ვართ ან რას წარმოვადგენთ.

როგორც ხედავთ, სიყვარულზე ღმერთის წარმოდგენა სრულებით განსხვავდება იმ ხედვისაგან, რომელსაც საზოგადოება გვთავაზობს მასზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ურთიერთობანი სიყვარულის ამ სახისა? ღმერთი უბრალოდ გვეუბნება ჩვენ, რომ მისი მიტევება და სიყვარული ჩვენია თხოვნისთანავე. ეს მისი საჩუქარია ჩვენდამი. მაგრამ თუ ჩვენ უარს ვამბობთ ამ საჩუქარზე, ამ შემთხვევაში ჩვენ უარს ვამბობთ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც გვეხმარება მოვიპოვოთ კმაყოფილება, ნამდვილი ინტიმურობა და ცხოვრების ჭეშმარიტი საზრისი.

პასუხი

“მე მჯერა; ის რაც ჩვენ რეალურად გვინდა არ არის სექსი. ის რაც ჩვენ რეალურად გვინდა არის ინტიმურობა.”

ღმერთის სიყვარული უზრუნველჰყოფს პასუხს. ყველაფერი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ვუპასუხოთ რწმენითა და ვალდებულებით. ბიბლია ამბობს იესოზე: “ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა” (იოანე 1:12). ღმერთმა გამოგზავნა თავისი ერთადერთი ძე, იესო, რათა ჩვენ ადგილზე მომკვდარიყო. თუმცა ეს არ არის ის, სადაც მოთხრობა მთავრდება. სამი დღის შემდეგ, იესო აღდგა მკვდრეთით. და როგორც ღმერთი, ის ცოცხალია ახლა და სურს თავისი სიყვარულით აავსოს თქვენი გული. და როდესაც მიიღებთ მას, გაოცებული დარჩებით იმ ცვლილებებითა და ძალით, რითაც ის აავსებს თქვენს სიცოცხლესა და ურთიერთობებს.

ღვთის სიტყვა გვეუბნება ჩვენ, “ვისაც ძე (იესო ქრისტე) სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე” (იოანე 3:36). რაც ღმერთს სურს ჩვენთვის არის სიცოცხლე, და არა მხოლოდ დღეს, არამედ მარადისობაშიც. თუ ჩვენი არჩევანი მისი უარყოფა იქნება, მაშინ გამოვა ისე, რომ ჩვენი არჩევანი გაკეთდება ცოდვის შედეგებისაკენ რაც სიკვდილი და მარადიული დაშორებაა მისგან.

იესო ქრისტეს მიღება ჩვენს ცხოვრებაში და მასზე მინდობაა სწორედ ის ძალა, რაც ჩვენს ცხოვრებას აწონასწორებს. ღვთის რწმენა ათავისუფლებს ღვთის მიმტევებლობას. უკვე აღარ არის დაფარული საქმეები, უკვე აღარ არის საკუთარი ნებისამებრ სვლა. ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა. ჩვენ მშვიდობა გვაქვს მასთან. მას შემდეგ რაც ჩვენ ვირწმუნებთ მას და მასზე ვიქნებით დამოკიდებული, ის მთლიანად მოიცავს ჩვენს ცხოვრებას და ისახება ნამდვილი ინტიმურობა მასთან. მისი მიტევება არის სწორედ ის, რაც გვწმენდს ჩვენ უღრმესი ცოდვისაგან, უღრმესი ეგოიზმისაგან, უღრმესი პრობლემისაგან ანდა ბრძოლისაგან რომელიც ოდესმე გვქონია ან გვექნება.

ინტიმურობა რომელიც გვაკმაყოფილებს

ბიბლიის გვერდებზე, ღმერთის დამოკიდებულება სექსის მიმართ საკმაოდ მკაფიოა. ღმერთმა სექსი ჩაიფიქრა ქორწინებისათვის და მხოლოდ ქორწინებისათვის. არა იმიტომ, რომ მას სურს ჩვენ უბედურებად გვაქციოს, არამედ იმიტომ რომ მას სურს დაიცვას ჩვენი გულები. მას სურს უსაფრთხო საფუძველი შეგვიქმნას, ასე რომ როდესაც ვქორწინდებით, მისი ინტიმურობა შესაძლებელია დაფუძნდეს ღმერთის სიყვარულისა და სიბრძნის უსაფრთხოებაზე.

როდესაც ჩვენ თავს იესო ქრისტეს მივანდობთ, ის გვაძლევს ახალ სიყვარულსა და ახალ ძალას ყოველდღიურად. სწორედ ეს არის ის სფერო, სადაც ჩვენგან ძებნილი ინტიმურობა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ღმერთი გვაძლევს ისეთ სიყვარულს, რომელიც არ დაგვტოვებს, რომელიც არ დამთავრდება წლების მომატებისა და დროთა ცვალებადობის კვალობაზე. მის სიყვარულს შეუძლია ორი ადამიანი შეაერთოს, და ამ კავშირის გულისგულში ის თავად იდგება. ამ ურთიერთობაში, როდესაც ერთად იზრდებით არა მხოლოდ სულიერად, არამედ სოციალურად, მენტალურად და ემოციონალურად, თქვენ შეგეძლებათ გქონდეთ პატიოსანი, მზრუნველი და ინტიმური ურთიერთობა, რომელიც გაკმაყოფილებთ და აღტაცებას გგვრით! და როდესაც ურთიერთობა თავის კულმინაციას აღწევს ქორწინებაში, სექსუალურ კავშირს მხოლოდ გამყარება შეუძლია იმ საფუძვლისა, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა.

თქვენ შეგიძლიათ ქრისტეს მიღება აი ამ წუთს ლოცვის მეშვეობით. ლოცვა ღმერთთან საუბარია. ღმერთმა იცის თქვენი გული და უმთავრეს ყურადღებას აქცევს არა თქვენს სიტყვებს, არამედ თქვენი გულის მდგომარეობას. შემდეგი ტექსტი შემოთავაზებული ლოცვაა: “უფალო იესო, მე შენ მჭირდები. მადლობას გიხდი იმისათვის, რომ ჯვარზე მოკვდი ჩემი ცოდვებისათვის. მე ვხსნი ჩემი გულის კარებს და გიღებ შენ, როგორც ჩემს მხსნელსა და უფალს. მადლობას გიხდი იმისათვის, რომ მაპატიე ცოდვები და მომეცი საუკუნო სიცოცხლე. მიწინამძღვრე ჩემს ცხოვრებაში და მაქციე ისეთ ადამიანად, როგორიც შენ გსურს რომ ვიყო.”

გამოხატავს ეს ლოცვა თქვენი გულის სურვილს? თუ გამოხატავს მაშინ წარმოთქვი ეს ლოცვა ახლავე. რწმენის დაყრდნობა ქრისტეზე იქნება შედეგი თქვენს ცხოვრებაში მისი შემოსვლისა, როგორც აღგითქვათ კიდეც. ეს იქნება დასაწყისი მასთან ურთიერთობისა, რომელიც უფრო და უფრო გაიზრდება და ინტიმური გახდება, და ეს იქნება შედეგი მისი ღრმა შემეცნებისა. და მასთან ერთად, როდესაც ის იქნება თქვენი ცხოვრების წინამძღვარი, თქვენი ცხოვრება მთლიანად ახალ განზომილებას მიიღებს – ეს იქნება სულიერი ცხოვრება – რომელიც მოიტანს გაცილებით მეტ ჰარმონიასა და კმაყოფილებას ყველა თქვენს ურთიერთობაში.

ახლა ვთხოვე იესოს შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში (დამხმარე ინფორმაცია)...

ვმერყეობ, თუ შეიძლება ამიხსენით უფრო დაწვრილებით...

მე მაქვს შეკითხვა...

დიკ ფურნელს უსაუბრია 450 უნივერსიტეტისა და კოლეჯის სტუდენტთან. ის გახლავთ 12 წიგნის ავტორი, რომელთა შორისაც არის: როგორ გახდეთ მეგობარი, საყვარელი და თავისუფალი, რომ კვლავ გიყვარდეთ...

© 1997 რიჩარდ ფურნელი

გადააგზავნე ეს გვერდი