შეგვიძლია თუ არა ჩვენ გვქონდეს იმის იმედი, რომ ღმერთი ჩვენთან იქნება? ის მართლაც არის ის, ვინც გვერდში დაგვიდგება...როგორც განსაცდელების ჟამს ასევე მშვიდობიანობის დროს?
ღმერთი არის სამყაროს შემოქმედი და ძალიან უნდა, რომ ჩვენ ვიცნობდეთ მას. ამიტომ ვართ ჩვენ აქ ყველა. ეს მისი სურვილია, რომ გვქონდეს მისი იმედი და საქმეში ვნახოთ მისი ძალა, სიყვარული, სამართლიანობა, სიწმიდე და თანაგრძნობა. ასე რომ ის ყველას, ვისაც სურს, ეუბნება, “მოდით ჩემთან.”
ჩვენგან განსხვავებით ღმერთმა იცის, თუ რა მოხდება ხვალ, მომდევნო კვირაში, მომდევნო წელს, მომდევნო ათწლეულში. ის ამბობს, “რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა, ღმერთი ვარ და არ არის ჩემი მსგავსი. ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს.”1 მან იცის თუ რა მოხდება მსოფლიოში. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან იცის თუ რა მოხდება შენს ცხოვრებაში, და შეუძლია შენს გვერდით იყოს; რა თქმა უნდა თუ მისცემ იმის ნებას, რომ იყოს შენი თანამგზავრი ცხოვრებაში. ის გვეუბნება, რომ შეუძლია იყოს “...ჩვენი მფარველი ძალა, შემწე გაჭირვებაში..”2 მაგრამ ამისათვის ჩვენი ძალისხმევა მის მოსაძებნად გულწრფელი უნდა იყოს. ის ამბობს, “მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით.”3
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ვინც ღმერთს იცნობს ყოველთვის გადაურჩებიან ძნელბედობას. არა, ეს ასე არ არის. როდესაც ტერორისტული შეტევა ხორციელდება, რომელსაც ტანჯვა და სიკვდილი მოაქვს, ისინი ვინც ღმერთს იცნობს ასევე გახდებიან მსხვერპლნი ამ შედეგებისა. მაგრამ იქ სადაც ღმერთია მშვიდობა და ძალაა. იესო ქრისტეს ერთერთი მიმდევარი ამას ასე აყალიბებს: “ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი. გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.”4 სინამდვილე გვეუბნება ჩვენ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გვექნება პრობლემები. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ შევებრძოლებით მათ ღმერთის დახმარებით, რეაქციაც განსხვავებული გვექნება მათზე იმ ძალის მეშვეობით, რომელიც ჩვენი არ არის. არანაირი პრობლემა არ არის გადაულახავი ღმერთისთვის. ის გაცილებით დიდი და ძლიერია ვიდრე ყველა პრობლემა ერთად აღებული, რომლებსაც შეიძლება შევეჯახოთ, და ჩვენ არა ვართ მიტოვებულნი ეულად მათთან გასამკლავებლად.
ღვთის სიტყვა გვეუბნება, “კეთილია უფალი – ციხე-სიმაგრე გასაჭირში. და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ.”5 კიდევ, “ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.”6
იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს ასეთი დამაწყნარებელი სიტყვები უთხრა: “განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.”7 თუ თქვენ სინამდვილეში შებრუნდებით ღმერთისკენ, ის ისე იზრუნებს თქვენზე, როგორც არავინ და ისეთი გზით, როგორი გზითაც არავის არ შეუძლია.
ღმერთმა შექმნა კაცობრიობა არჩევანის უნარით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენზე არ ხდება ძალდატანება მასთან ურთიერთობისათვის. ის ნებას გვაძლევს ჩვენ უარვყოთ ის და ასევე ჩავიდინოთ სხვა ბოროტი ქმედებებიც. მას შეეძლო ძალა დაეტანებინა ჩვენთვის, რომ გვყვარებოდა; მას შეეძლო ძალა დაეტანებინა ჩვენთვის, რომ ვყოფილიყავით კეთილები. მაგრამ რაღა ურთიერთობა გვექნებოდა მასთან ასეთ შემთხვევაში? ეს ურთიერთობა კი არა, არამედ ძალდატანება, სრულად კონტროლირებადი მორჩილება იქნებოდა. ამის ნაცვლად მან გვიბოძა თავისუფალი ნების ადამიანური ღირსება.
დაბადებიდან ვისწრაფით ღვთისაკენ და მოვუხმობთ მას სულის სიღრმეებიდან...”მაგრამ ღმერთო, როგორ შეგიძლია შენ დაუშვა ასეთი რამ, რომ მოხდეს?”
როგორ გვინდა რომ ღმერთმა იმოქმედოს? გვინდა, რომ მან გააკონტროლოს ადამიანების მოქმედებები? ტერორისტული შეტევის დროს, რამდენი იქნებოდა დაღუპულთა მისაღები რაოდენობა, რასაც ღმერთი დაუშვებდა?! უკეთესად ვიგრძნობდით თავს, თუ ღმერთი მხოლოდ ასამდე ადამიანის დაღუპვას დაუშვებდა? ან იქნებ ის ემჯობინებოდა, თუ ღმერთი მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილს დაუშვებდა? კი, მაგრამ თუ ღმერთი თუნდაც იმ ერთი ადამიანის სიკვდილს შეაჩერებდა, მაშინ აღარ იქნებოდა არჩევანის თავისუფლება. ადამიანები ირჩევენ უარყონ ღმერთი, შეეწინააღმდეგონ მას, იარონ საკუთარი გზებით და ჩაიდინონ საშინელი დანაშაულებები სხვა ადამიანების მიმართ.
ეს პლანეტა არ არის უსაფრთხო ადგილი. ვიღაცას შეუძლია გვესროლოს. შესაძლოა მანქანა დაგვეჯახოს. ანდა შესაძლოა მოგვიწიოს იმ შენობიდან გადმოხტომა, რომელსაც ტერორისტებმა შეუტიეს. ანდა მოვლენების უცნობი რაოდენობა, რაც შეიძლება თავს დაგვატყდეს იმ სასტიკ გარემოში, რომელსაც ჩვენ დედამიწას ვეძახით; ადგილი სადაც ღვთის ნება ყოველთვის მისაღები არ არის.
ღმერთი არ არის ადამიანების მოწყალებაზე დამოკიდებული, პირიქითაა. საბედნიეროდ ჩვენ ვართ დამოკიდებული მის მოწყალებაზე. სწორედ ღმერთია ის, ვინც შექმნა სამყარო უთვალავი ვარსკვლავებით, და ამისათვის მას მხოლოდ შემდეგი სიტყვების წარმოთქმა დასჭირდა, “იყვნენ მნათობნი ცის მყარზე”.8 ღმერთია ისიც, ვინც “მეფობს ერებზე.”9 ის შეუზღუდავია ძალაში და სიბრძნეში. ხანდახან როდესაც პრობლემები გადაულახავი გვეჩვენება, უნდა გვახსოვდეს, რომ გვყავს საოცრად უნარიანი ღმერთი, რომელიც შეგვახსენებს, “მე ვარ უფალი, ღმერთი ყველა ხორციელისა, განა ჩემთვის ძნელია რაიმე?”10 მისთვის ცნობილი გზებით მას შეუძლია თავის ნებას დაუმორჩილოს ცოდვილი ადამიანის თავისუფლება. ის მკაფიოდ აცხადებს, “...მე ვთქვი და მოვაწევ კიდეც ამას, დავსახე და აღვასრულებ კიდეც.”11 ჩვენ სიხარულით უნდა გვავსებდეს ის ფაქტი, თუ ჩვენი ცხოვრება მას ემორჩილება, რადგანაც “ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.”12
მრავალი ჩვენთაგანი – არა, ყველა ჩვენთაგანი – ხანდახან ირჩევს გაჯიუტდეს და არ დაემორჩილოს ღმერთს. სხვებთან შედარებით, განსაკუთრებით კი ტერორისტებთან შედარებით, ჩვენ ცხადია პატივსაცემი და მოსიყვარულე ადამიანები ვართ. მაგრამ თუ გულწრფელები ვიქნებით და წარმოვიდგენთ რომ ღვთის წინაშე ვდგევართ, ვიგრძნობთ იმას, რომ ცოდვილები ვართ. როდესაც ლოცვით მივმართავთ ღმერთს, და ხანდახან ვყოვნდებით, განა არ ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთმა კარგად იცის ჩვენი ფიქრები, მოქმედებები და ზრახვები? ჩვენ ... ჩვენი ცხოვრებითა და მოქმედებებით ... თავს ვიუცხოებთ ღვთისაგან. ხშირად გვიწევს ისეთი ცხოვრება, რომელიც მის გარეშე მართლაც საუცხოოა. ბიბლია ამბობს, “ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა.”13
შედეგები? შედეგები ისაა, რომ ჩვენი ცოდვები გვაცალკევებს ღვთისაგან და ეს ძალიან აზიანებს ჩვენს ცხოვრებას. სასჯელი ჩვენი ცოდვებისათვის სიკვდილია, ანუ მარადიული განცალკევება ღვთისაგან. მაგრამ ღმერთმა მაინც უზრუნველჰყო ჩვენთვის ცოდვების მიტევება და მისი შემეცნება.
ღმერთი დედამიწაზე მოვიდა ჩვენს გადასარჩენად. “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ.”14
ღმერთმა იცის იმ ტკივილისა და ტანჯვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ამ წუთისოფელში. იესომ დატოვა საკუთარი სახლის უსაფრთხოება და დაცულობა და შემოვიდა იმ გარემოში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. იესო იღლებოდა, განიცდიდა შიმშილს, წყურვილს, თავდასხმებს სხვებისაგან, მას არც ოჯახის წევრები სწყალობდნენ და არც მეგობრები. მაგრამ იესომ გაცილებით მეტი მოითმინა ვიდრე ყოველდღიური უსიამოვნებებია. იესომ, ღვთის ძემ, ადამიანის სხეულით, თავისი ნებით საკუთარ თავზე აიღო ყველა ჩვენი ცოდვა და საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა სიკვდილის სასჯელი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო ჩადენილი ცოდვების საზღაურად. “ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის.”15 მან გაიარა წამების გზა და კვდებოდა ნელი, დამამცირებელი სიკვდილით, იგუდებოდა ჯვარზე იმისათვის, რათა ჩვენ ცოდვები მოგვტევებოდა.
იესომ წინასწარ უთხრა სხვებს, რომ ის ჯვარცმული უნდა ყოფილიყო. მან თქვა, რომ სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ ის კვლავ გაცოცხლდებოდა, რითაც დამტკიცდებოდა, რომ ის ღმერთია. მას არ უთქვია, რომ ის ერთ დღესაც რეინკარნაციას განიცდიდა. (ვის ეცოდინება ფაქტობრივად გააკეთა მან ეს?) მან თქვა, რომ თავისი დასაფლავებიდან სამი დღის შემდეგ ის ფიზიკური სხეულით, ცოცხალი გამოეცხადებოდა მათ, ვინც მისი ჯვარცმა იხილა. იმ მესამე დღეს, იესოს საფლავი ცარიელი ნახეს და მრავალმა ადამიანმა დაამოწმა, რომ ის ცოცხალი იხილეს.
ის ახლა საუკუნო სიცოცხლეს გვთავაზობს, რაც ჩვენ არ გამოგვიმუშავებია. ეს არის საჩუქარი (ჯილდო) ღვთისაგან, რომელიც ჩვენს წინაა, და რომელსაც მივიღებთ მაშინ, როდესაც ვთხოვთ მას შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. “...ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე, ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.”16 თუ ჩვენ მოვინანიებთ ცოდვებს და დავუბრუნდებით ღმერთს, მივიღებთ საუკუნო სიცოცხლის ჯილდოს იესო ქრისტეს მეშვეობით. ეს საკმაოდ ადვილია. “ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს.”17 მას სურს შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში.
რა შეგვიძლია ვთქვათ ზეცაზე? ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა “...მარადიულობა ჩადო მათ გულებში.”18 შესაძლოა ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ჩვენს გულებში ვიცით, თუ როგორი იქნება უკეთესი მსოფლიო. ჩვენთვის საყვარელი ადამიანების სიკვდილი გვარწმუნებს იმაში, რომ რაღაც არასწორი და მიუღებელია ამ ცხოვრებაში და ამ მსოფლიოში. ჩვენი სულის სიღრმეებში, ჩვენ ვიცით, რომ სადღაც გაცილებით უკეთესი ადგილი უნდა იყოს საცხოვრებლად, რომელიც თავისუფალი იქნება წუხილისა და ტკივილისაგან. იყავით დარწმუნებულნი, რომ ღმერთს მართლაც აქვს უკეთესი ადგილი ჩვენთვის გამზადებული. ის იქნება სრულიად განსხვავებული სისტემა, რომელშიც მისი ნება ყოველთვის იქნება აღსრულებული. იმ სამყაროში ღმერთი ყველანაირ ცრემლს მოსწმენდს ადამიანებს თვალებიდან. იქ აღარ იქნება წუხილი, ტირილი, სიკვდილი ანდა ტკივილი.19 და ღმერთი, თავისი სულით, ისეთ გარემოებებში ამყოფებს ადამიანებს, რომ ისინი აღარასოდეს შესცოდავენ.20
ტერორისტული შეტევის შედეგები ცხადია, რომ საშინელია, მაგრამ ღმერთთან მარადიულ ურთიერთობებზე, რომელსაც იესო გთავაზობთ თქვენ, უარის თქმა გაცილებით საშინელი იქნება. არა მარტო საუკუნო სიცოხლის გამო, არამედ ამ ცხოვრებაშიც არ არსებობს ღმერთთან ურთიერთობაზე უკეთესი რამ. ის არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, ჩვენი სიმშვიდის წყარო, ჩვენი სიბრძნე ძნელბედობისას, ჩვენი ძალა და იმედი. “განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება მას, ვინც მასზეა მინდობილი.”21
ნათქვამია ვიღაცისგან, რომ ღმერთი მხოლოდ საყრდენია. თუმცა თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის ერთგული და საიმედო მეგობარი.
იესომ თქვა, “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.”22 ის, ვინც იესოზე ამყარებს თავის იმედს ცხოვრებაში შეურყევ კლდესავითაა. რამაც არ უნდა შეუტიოს და რანაირი ქარიშხალიც არ უნდა ეკვეთოს არაფერი მოუვა.
შენ შეგიძლია იესოს მიღება საკუთარ ცხოვრებში თუნდაც ახლა. “ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.”23 ეს მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით ხდება, რომ შეგვიძლია კვლავ დავბრუნდეთ ღმერთთან. იესომ თქვა, “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით.”24 იესომ შემოგვთავაზა, “აი ვდგევარ კართან და ვრეკ; თუ ვინმე გაიგონებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ მასთან.”25
სწორედ ახლა შენ შეგიძლია სთხოვო ღმერთს შემოვიდეს შენს ცხოვრებაში. შენ ამის გაკეთება ლოცვის საშუალებით შეგიძლია. ლოცვა ნიშნავს ღმერთთან გულწრფელად საუბარს. ამ წუთს შენ შეგიძლია მოუწოდო ღმერთს და უთხრა მას რაღაც ამის მსგავსი გულწრფელად:
“ღმერთო, მე ზურგი შეგაქციე შენ ჩემს გულში, მაგრამ მინდა რომ შევცვალო ეს მდგომარეობა. მინდა რომ გიცნობდე. მინდა რომ მივიღო იესო ქრისტე და მის მიერ მოპოვებული პატიება ჩემს ცხოვრებაში. მე აღარ მინდა, რომ კიდევ დაგშორდე. იყავი ჩემი ცხოვრების ღმერთი ამ დღიდან ბოლომდე. მადლობა შენ ღმერთო.”
გულწრფელად მოუწოდე თუ არა ახლა ღმერთს შემოსულიყო შენს ცხოვრებაში? თუ გააკეთე ეს, მრავალი რამ გელოდება წინ. ღმერთმა აღგითქვა, რომ შენს ახლანდელ ცხოვრებას დიდი კმაყოფილების განცდით აავსებს და ეს მოხდება იმის მეშვეობით, რომ მუდმივი კავშირი გექნება მასთან.26 მან აღგითქვა, რომ საკუთარ ბინას დაიდებს შენთან.27 და გაჩუქებს საუკუნო სიცოცხლეს.28
არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება წუთისოფელში შენს ირგვლივ, ღმერთი შენს გვერდით იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არ მისდევენ ღმერთის გზებს, ღმერთს შეუძლია ისეთი გარემოებები შექმნას და ისინი მაინც თავისი გეგმის მიხედვით ამოქმედოს. ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს მთელ სამყაროში. და თუ შენ ღმერთის შვილი ხარ, შეგიძლია მშვიდად იყო იმ აღთქმის თანახმად, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი, “ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ.”29
იესო ქრისტემ თქვა, “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება...სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.”30. ის გვპირდება, რომ არასოდეს დამარცხდება და არასოდეს მიგვატოვებს.31
იმისათვის რათა გაზარდო შენი ცოდნა ღმერთზე და მის ნებაზე შენს ცხოვრებასთან დაკავშირებით, წაიკითხე მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები.
ახლა ვთხოვე იესოს შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში (დამხმარე ინფორმაცია)...
ვმერყეობ, თუ შეიძლება ამიხსენით უფრო დაწვრილებით...
(1) ესაია 46:9
(2) ფსალმუნი 45:1
(3) იერემია 29:13
(4) 2 კორინთელთა 4:8-9
(5) ნაუმი 1:7
(6) ფსალმუნი 144:18-19
(7) მათე 10:29-31
(8) დაბადება 1:14
(9) ფსალმუნი 46:8
(10) იერემია 32:27
(11) ესაია 46:11
(12) იაკობი 4:6
(13) ესაია 53:6
(14) იოანე 3:16-17
(15) 1იოანე 3:16
(16) რომაელთა 6:23
(17) 1იოანე 5:12
(18) ეკლესიასტე 3:11
(19) გამოცხადება 21:4
(20) გამოცხადება 21:27; 1კორინთელთა 15:28
(21) ფსალმუნი 33:8
(22) იოანე 14:27
(23) იოანე 1:12
(24) იოანე 14:6
(25) გამოცხადება 3:20
(26) იოანე 10:10
(27) იოანე 14:23
(28) 1იოანე 5:11-13
(29) რომაელთა 8:28
(30) იოანე 14:27 და 16:33
(31) ებრაელთა 13:5
საავტორო უფლება ჯვაროსნული კარავი ქრისტესათვის