რისთვის არის ჩაქუჩი. იმისათვის, რომ ლურსმნები დააჭედოს. ეს არის ის, რისთვისაც ის გაკეთდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩაქუჩი არასოდეს არ გამოიყენება. ის მხოლოდ იარაღების ყუთში დევს. ჩაქუჩი თავისთვისაა.
მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ იგივე ჩაქუჩი ცოცხალი (სულით), რომელსაც თვითშემეცნება გააჩნია. მიდის დღეები და ის კვლავ იარაღების ყუთში დევს. ის სიცილის ხასიათზეა შიგნით, მაგრამ თავადაც არ იცის რატომ. რაღაც არ არის თავის ადგილზე, მაგრამ მან არ იცის რა.
შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც ამოიღებს მას იარაღების ყუთიდან და იყენებს იმ ფიცრების დასამტვრევად, რომლითაც ცეცხლი უნდა აანთოს. ჩაქუჩი მხიარულ ხასიათზე დგება. ჩაქუჩს ძალიან მოსწონს, როდესაც ხელში უკავიათ, როდესაც იყენებენ, როდესაც რამეს ამტვრევენ ან აჭედებენ მისი გამოყენებით. და მაინც დღის ბოლოს ჩაქუჩი კვლავ უკმაყოფილოა. ფიცრების დამტვრევა ძალიან კარგი იყო, მაგრამ არა საკმარისი. კიდევ რაღაც არის საჭირო.
მომდევნო დღეებში მას კიდევ უფრო ხშირად იყენებენ. მისით ფორმას უცვლიან თუნუქის ხუფს, ამტვრევენ ქვას, მაგიდის მორყეულ ხიდებს (შიპებს) თავის ადგილზე სვამენ და მაინც ის არ არის ბოლომდე კმაყოფილი. მას ძალიან სურს, რომ კიდევ უფრო მეტი აკეთოს. მას სურს რომ რაც შეიძლება ხშირად გამოიყენონ საკაკუნოდ, საგნების დასამტვრევად და ლითონების გასაჭეჭყად. მაგრამ გრძნობს, რომ ეს ყოველივე არ არის საკმარისი მის დასაკმაყოფილებლად. მეტიც, ის შინაგანად გრძნობს, რომ მისი ამდაგვარი გამოყენება მისი თვითშემეცნების რეალიზების სწორი გზა არ არის.
შემდეგ ერთ დღესაც ვიღაც იყენებს მას ლურსმნის დასაჭედებლად. უცბად გასხივოსნება ეფინება მის ჩაქუჩურ სულს. მას ახლა ესმის თუ სინამდვილეში რისთვის იყო ის განკუთვნილი. ის ჩაფიქრებული იყო ლურსმნების დასაჭედებლად. ყველა სხვა რამ რისთვისაც მას იყენებდნენ ამ დანიშნულებასთან შედარებით ფერმკრთალდება. ახლა მან ძალიან კარგად იცის თუ რას ეძებდა ამდენი ხნის მანძილზე მისი ჩაქუჩური სული.
ჩვენ შექმნილნი ვართ ღვთის ხატად მასთან ურთიერთობისათვის. სწორედ მასთან ურთიერთობაა ის, რაც საბოლოოდ და მართლაც აღავსებს ჩვენს სულს. მანამდე სანამ ღმერთთან მივალთ, ჩვენ მრავალი მშვენიერი საქმეებისა და ზრახვების ავტორები ვართ, მაგრამ ეს ჯერ არ არის ლურსმნის დაჭედება. ჩვენ შესაძლოა გამოყენებულები ვიყავით გარკვეული კეთილშობილური მიზნებისათვის, მაგრამ არა იმისათვის, რისთვისაც საბოლოოდ ვართ განკუთვნილნი, არა იმისათვის, რომლის მეშვეობითაც მოვიპოვებთ საბოლოო კმაყოფილებას. ნეტარმა ავგუსტინემ ეს ყოველივე ასე შეაჯამა: “შენ (ღმერთო) საკუთარი თავისათვის შეგვქმენი და ჩვენი გული ვერ მოისვენებს მანამდე, სანამ შენში არ ჰპოვებს მოსვენებას.”
ღმერთთან ურთიერთობაა მხოლოდ ის, რაც დააკმაყოფილებს ჩვენი სულების მისწრაფებას. იესო ქრისტემ თქვა, ~მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.” მანამდე სანამ ღმერთთან მივალთ, ჩვენ გვშია და გვწყურია, ასე ვგრძნობთ თავს ცხოვრებაში. ჩვენ ვცდილობთ “ვჭამოთ” და “დავლიოთ”, ვცდილობთ ყველაფერი გავსინჯოთ, იმისათვის რათა დავაოკოთ ჩვენი შიმშილი და მოვიკლათ წყურვილი, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ და შიმშილისა და წყურვილის განცდა რჩება.
ჩვენ ზემოთნახსენებ ჩაქუჩებს ვგავართ. ვერ წარმოგვიდგენია რა დაასრულებს არსებულ სიცარიელეს, რა მოგვგვრის კმაყოფილების განცდას ცხოვრებაში. თვით ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის შუაგულშიც კი კორი თენ ბუმმა აღმოაჩინა ღმერთი, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს ჩვენს ყოველგვარ მისწრაფებებს: “ჩვენი ბედნიერების საფუძველი იყო ის, რომ ჩვენ ქრისტესთან ერთად ღმერთში ვიყავით დაფარულნი. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რწმენა ღვთის სიყვარულისა... ეს არის ჩვენი კლდე, რომელიც გაცილებით ძლიერია ვიდრე უღრმესი წყვდიადი.”
ჩვეულებისამებრ, როდესაც ღმერთთან არა ვართ, ვცდილობთ წყურვილის დაკმაყოფილებას სხვაგან და არა ღმერთში, მაგრამ არაფერი არ აღავსებს ამ წყურვილს და ვერასოდეს ვერ ვიპოვით იმას რასაც ვეძებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შესაძლოა, მეტი და მეტი შეგვძინოს, და გვეგონოს, რომ ეს არის პასუხი პრობლემისა; არა, საბოლოო კმაყოფილება არ არის ჩვენი ხვედრი იმ გზაზე, რომელზეც ღმერთი არ არის.
ჩვენი უდიდესი სურვილია ვიპოვოთ ღმერთი, გვქონდეს ურთიერთობა მასთან. რატომ? იმიტომ რომ ამისთვისა ვართ განკუთვნილნი. მეგობარო, უკვე ჩააჭედე ლურსმანი?
იმისათვის, რომ უფრო მეტი შეიტყო ამ საგანზე, იხილეთ სტატია რეალური ცხოვრება.
როგორ დავიწყოთ ურთიერთობა იესოსთან