დენის რაინეისგან
ერთხელ ერთმა ქალმა გამიზიარა თავისი ხედვა ქორწინებასთან დაკავშირებით.
“ეს დაახლოებით ისეა, თითქოსდა მე ბინოკლით ვიკვლევ უდაბნოს. ყველგან სადაც კი ჩემი თვალი სწვდება, ვხედავ დაფლეთილ სხეულებს სიკვდილისა და კვდომის სხვადასხვა საფეხურებზე – გაყრა, იზოლაცია, სასტიკი და გახრწნილი ურთიერთობები, ყველანაირი სახის განადგურება. ყოველივეს შემდეგ თავს ვეკითხები, რატომ უნდა მინდოდეს ასეთი სახის მოგზაურობის დაწყება?”
დღეს მრავალი სტუდენტი ასეთივე კითხვას სვამს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან სურთ ხანგრძლივი ურთიერთობების უსაფრთხოებისა და სიხარულის განცდა, მათ აშინებთ ქორწინება. ერთ-ერთმა ახალმა პატარძალმა ასეთი რამ თქვა ჟურნალ “ნიუს-ვიიკ”-ში დაბეჭდილ სტატიაში: “მე ვუყურებდი თუ როგორ ინგრეოდა ჩემი მშობლების ქორწინება, და არ ვიცი შევძლებ თუ არა იმას, რომ ჩვენ ერთად დავრჩეთ.”1
არცერთ თაობას, რომელსაც მიუღწევია საქორწინო ასაკამდე არასოდეს არ ჰქონია ასეთი მძიმე, როგორი ტვირთიც დღევანდელ თაობას აქვს და რომელიც დაკავშირებულია ოჯახების ნგრევასთან. ანუ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვი ხდება მოწმე საკუთარი ოჯახების ნგრევისა.2
ძალიან ბევრ სტუდენტს ალბათ აქვს ასეთი გამოცდილება:
მარი: ერთხელაც შუადღისას ის დაბრუნდა სკოლიდან და ზღურბლზე შეხვდა თავის მამას ჩემოდნით ხელში. ის ტოვებდა ოჯახს. “მე დავბრუნდები შენს სანახავად, ჩემო მტრედო,” თქვა მან. მამამ აკოცა მას თავზე და წავიდა. ამის შემდეგ მარის აღარ უნახია მამა.
რობერტი: მისი მშობლები გაიყარნენ, როდესაც ის ხუთი წლის იყო. ის დარჩა დედასთან, რომელმაც სამ კაცზე გათხოვებაც მოასწრო და მაგარი მსმელის სახელის დამკვიდრებაც. რობერტი პირველმა მამინაცვალმა სცემა მაშინ, როდესაც მან კოკა-კოლა დაღვარა მანქანაში.
კარიე: მისი მშობლები ჯერაც ერთად არიან, მაგრამ უმთავრესი ყურადღება თავიანთ სარგებლიან კარიერაზე აქვთ გადატანილი. მისი მამა და დედა იშვიათად ესწრებოდნენ მის საორკესტრო კონცერტებს უმაღლეს სკოლაში სწავლისას, და ახლა ის კოლეჯშია, შორსაა და იშვიათად საუბრობს რომელიმე მათგანთან. როდესაც ოჯახი უკავშირდება ერთმანეთს, ჩვეულებისამებრ ეს ხდება ან ელ-ფოსტით ან “მესიჯებით” მოპასუხე მანქანების მეშვეობით.
ფილიპი: არასრულ საშუალო სკოლაში სწავლისას, ერთხელაც ღამით ის გამოაღვიძა მშობლების კამათმა. მან გაიგონა დაცემისა და კივილის ხმა. ფილიპმა თავისი დედა სამზარეულოში დანით დაჭრილი აღმოაჩინა. ფილიპმა გამოიძახა პოლიციელები, რომლებმაც დააპატიმრეს მისი მამა. ფილიპი, მისი დედა და ორი მცირეწლოვანი და საცხოვრებლად ინტერნატში გადავიდნენ. მან არ იცის სად ცხოვრობს ახლა მისი მამა.
თქვენ ალბათ იცნობთ ასეთ ადამიანებს, როგორებიც არიან მარი, რობერტი, კარიე და ფილიპი. თქვენი საკუთარი გამოცდილებაც შესაძლოა ანალოგიური იყოს, ანდა შესაძლოა უარესიც. შესაძლოა თქვენს სახლში კონფლიქტები და დისჰარმონია მეფობს, შესაძლოა იქ არ არის მშვიდობა. ყოველივე ამას შედეგად მოსდევს ის, რომ თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ იმაზე, ღირს თუ არა საერთოდ ოჯახის შექმნა – თქვენ არ გინდათ აღმოჩნდეთ ისეთ ურთიერთობებში, რომლებიც სავსეა ტკივილით და იმედგაცრუებით, და ხდება მიზეზი ემოციონალური ძვრებისა თქვენი შვილებისათვის. ცხადია მოგწონთ იდეა, რომ თქვენი ცხოვრება გაატაროთ ისეთ ადამიანთან, რომელსაც უყვარხართ, მაგრამ თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ უნდა ვაღიაროთ, რომ ოჯახი საკმაოდ რთული ინსტიტუციაა. შესაბამისად ჩნდება კითხვაც, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამთ, “შევძლებ ოდესმე თავიდან ავიცილო ის ზიანი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძლება მომაყენოს? შევძლებ მქონდეს ბედნიერი და ჯანსაღი ქორწინება და ოჯახი?”
პასუხი აშკარაა, კი რა თქმა უნდა.
1976 წლიდან მე ვმუშაობ ორგანიზაციაში, რომელიც ეხმარება ოჯახებს და მინახია ათასობით წარმატებული ქორწინება, რომელთაც თითქოსდა უიმედო მდგომარეობა ჰქონდათ. ღმერთს აქვს საშუალება, რომ გულგატეხილ ადამიანებს განაცდევინოს ურთიერთობათა მთელი სისავსე. ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით.
ამდენი პრობლემებისა და ტკივილის მიუხედავად საინტერესოა, რატომ უნდათ ადამიანებს კვლავ შექმნან ოჯახები? მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებას ჩვენს დღეებში ამხელა წნეხი ახლავს, ფრთებზე სიარული მაინც ძალზე პოპულარული ვარჯიშია. ახლახან ლუის ჰარისის გამოკვლევამ აჩვენა, რომ კოლეჯის სტუდენტების 96%-ს სურს ქორწინება ან უკვე დაქორწინებულები არიან. ოთხმოცდაჩვიდმეტი პროცენტი ეთანხმება ამ დებულებას -- “მჭიდრო ოჯახური ურთიერთობების ქონა ბედნიერების გასაღებია.”3
მაგრამ ოთხიდან ერთი, მოზრდილი, თვრამეტი წლის და უფროსი ასაკის ამერიკელი წყვილი გაყრილია,4 კარგი, ხანგრძლივი ქორწინების შესაძლებლობა თითქმის ყველას უღვიძებს სურვილს სცადონ მისი მიღწევა. რატომ არის ქორწინება ასეთი მიმზიდველი?
სიმართლე ისაა, რომ არავის არ სურს მარტო დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ვცდილობთ “ჩვენი საკუთარი საქმეები ვაკეთოთ “ და ვამტკიცოთ ჩვენი ინდივიდუალური უფლებები, ჩვენ ყველას მაინც გვინდა ვინმესთან ინტიმური ურთიერთობების სითბო და უსაფრთხოება, ვინმესთან, ვინც დღედაღამ ჩვენზე ფიქრობს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ “მარტო გვინდა ყოფნა” და რომ ჩვენი სურვილია “საკუთარი ადგილის ქონა”, მაგრამ ჩვენი შინაგანი და გაცილებით ძლიერი სურვილია ვინმესთან გავიზიაროთ ეს ადგილი, იმასთან ვისაც ჩვენ ვუყვარვართ.
და მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი ლტოლვა წარმოადგენს ინტიმურობის მნიშვნელოვან ნაწილს, სურვილი შეერწყა სხვა პიროვნებას მხოლოდ სექსს არ უკავშირდება. ეს მწველი სურვილი იყო შეცნობილი და დაფასებული ვინმესაგან არის ის, თუ რატომ ჩაგვიფიქრა ღმერთმა ჩვენ თავისი ქმნილების გვირგვინად.
მაშ რატომ არის, რომ ამდენი ადამიანი, ვისაც სურს და სჭირდება ახლოს იყოს ვინმესთან, გაყრით ამთავრებს, რასაც ხშირად თან ახლავს მრისხანება და იმედგაცრუება? მრავალი ვინც დაქორწინებულია ცდილობს მიაღწიოს ძლიერ, ხანგრძლივ კავშირს, რომელიც დაფუძნებულია უპირატესად ემოციებზე. უმეტეს ურთიერთობებში სიყვარული და მიღება იმდენხანს გრძელდება, რამდენხანსაც სხვა პიროვნების მოლოდინები გარკვეული ხარისხით კმაყოფილდება. თუ გრძნობები თბილია, ქმარსაც და ცოლსაც შეუძლიათ დატკბენ ერთმანეთის კომპანიით, გადახედონ პარტნიორის წუხილსა და მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, შეინარჩუნონ ადექვატური კომუნიკაცია და კვლავაც გამოხატონ გრძნობები.
მაგრამ, როდესაც გრძნობები ცივია, ერთ-ერთი ანდა ორივე აღმოაჩენს იმას, რომ მათ არა აქვთ შემონახული უნარი უყვარდეთ, აშკარად არასრულყოფილი პიროვნება. ახლა მას აღარც შენი გასაჭირი აწუხებს, რაც იწვევს ტკივილს, რაც აღძრავს თავდაცვის სურვილს, რაც ამცირებს დადებით კომუნიკაციებს, რაც აძლიერებს გაუგებრობებს, რაც იწვევს კონფლიქტებს, რაც კვებავს მრისხანებასა და სიმწარეს. თუ მიტევება და განახლება არ დაარღვევს ამ დაღმავალ სპირალს, ერთმანეთის სიყვარულის უნარი პარალიზებული იქნება.
თითქმის ყოველგვარი ურთიერთობების ეს ნიმუში შესაძლოა აცილებულ იქნეს გარკვეული ხნით, იმდენხანს მაინც რამდენხანსაც ეს შეუთანხმებელი საკითხები, რომლებიც ამძაფრებს თავკერძობას არ ჩამოყალიბდება ანდა გაურკვეველი დარჩება. თუმცა ადრე თუ გვიან სინამდვილე თავისას შვრება. წყვილის საუკეთესო განზრახვების საპირისპიროდ, ისინი ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ ორ დამოუკიდებელ ადამიანს არ შეუძლია, რომ ერთმანეთს ყველა დროს ყველა სურვილი შეუსრულონ.
იმისათვის, რომ ურთიერთობები წარმატებული იყოს, საჭიროა გუნდური მუშაობა. ორივე მხარემ უნდა დათმოს მრავალი პირადული მოთხოვნილება. თავდადებამ უნდა შეცვალოს თავკერძობა. ზოგჯერ ერთ პიროვნებას ოჯახში შეუძლია ამისი გაკეთება საკმაოდ გონივრულად, თუმცა ბოლოს და ბოლოს მოთმინება ილევა. თავდადება არ არის ბუნებრივი, თავკერძობა კი პირიქით. რატომ არის ასე?
ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ ისეთ მსოფლიოში სადაც ადამიანები სრულყოფილები იქნებოდნენ, მაშინ მათი ქორწინებაც სრულ ჰარმონიაში იქნებოდა, ზუსტად ისე, როგორც ღმერთს ჰქონდა ჩაფიქრებული ქორწინება. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სრულყოფილ მსოფლიოში. პატიოსნად რომ ვთქვათ ყოველი ჩვენგანი მიდრეკილია თავკერძობისა და “ცოდვისაკენ”. რა არის ცოდვა? ჩვენ ხშირად ვირჩევთ ვაკეთოთ ცუდი რამეები ნაცვლად კარგი საქმეებისა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თავკერძა, უსიამო, ზიანის მომტანი, ბოროტი, ქედმაღალი, მიტევების უუნარო და ასე შემდეგ. ამიტომაც არ არის საკვირველი, რომ ქმრები და ცოლები განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს.
“მსურს ჩემი სურვილები გათვალისწინებული იყოს” და შედეგი კი ის არის, რომ ურთიერთობებში ირღვევა თანამშრომლობის აუცილებელი სულისკვეთება. უარყოფითი ციკლი იწყება და გრძელდება მანამდე, სანამ დაიკარგება ინტიმურობა და ქორწინებიდან აღარაფერი რჩება.
მოდით შევხვდეთ მას, ჩვენ ყველას გვჭირდება დახმარება – გვჭირდება რაღაც შინაგანი ენერგია, რომელიც გვაძლევს იმის ძალას, რომ გვიყვარდეს სხვა პიროვნება ისე, როგორც საჭიროა, თუ გვინდა, რომ ქორწინებას მივცეთ გადარჩენის შანსი.
ჩვენი თავკერძობა, ცოდვილი ქცევა არა მხოლოდ ყოფს ქმარსა და ცოლს, ის ჩვენ ღმერთისგანაც გვყოფს – ღმერთისგან, რომელიც ჩვენი შველის ყველაზე დიდი წყაროა. ის არის ქორწინების შემქმნელი და დამდგენელი, მან იცის თუ როგორ ეწყობა ურთიერთობები. მას უნდა რომ უპირველეს ყოვლისა მასთან გვქონდეს ურთიერთობა, და რომ შემდეგ მას შევხედოთ წინამძღოლობისათვის.
ღმერთი არა მხოლოდ გვეხმარება იმ პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევაში, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით, არამედ ის აგრეთვე გვთავაზობს იმ ჭრილობებისა და ტკივილების განკურნებას, რომლებიც ჩვენ წარსულიდან მოგვდევს. მაგალითად, ის გვპატიობს და გვწმენდს იმ მცდარი საქმეებისა და არჩევანებისაგან, რომლებიც შესაძლოა გავაკეთოთ, როგორც მოზარდებმა საპირისპირო სქესთან მიმართებაში. ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ და სურს, რომ დავტკბეთ იმ უპირატესობებით, რაც მისი შვილების ხვედრია, და რაშიც შედის აგრეთვე მისი დახმარება ქორწინების დროს.
მსურს ამისი ილუსტრირება ორი სცენარით, რომელშიც ჩვეულებრივი ცოლი და ქმარი მონაწილეობენ. პირველ მაგალითში, ჩვენი წყვილი (მე მათ ჯონსა და ლიზს დავარქმევდი) არ აღიარებს არავითარ დინამიურ ჩარევას ღმერთის მხრიდან მათ ცხოვრებაში. რაც შეეხება მეორე სცენარს, ჯონსა და ლიზს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა ერთმანეთთან და მათ აგრეთვე კარგი ურთიერთობა აქვთ იესო ქრისტესთან.
შაბათის დილა გათენდა და ჯონს სურს გოლფის თამაში თავის მეგობრებთან ერთად. ის ჯერაც საწოლშია და ეუბნება ლიზს, რომ წავა და დაახლოებით შუადღის 4-მდე არ მოვა სახლში. ლიზი ჩივის, “შენ ხომ შემპირდი, რომ ჩვენ დღეს პიკნიკზე წავიდოდით!”
“მე ასეთი რამ არ მითქვია,” - გაღიზიანებული ხმით ამბობს ჯონი. “და საერთოდ, უკვე ორი კვირაა გოლფი არ მითამაშია. გარეთაც მშვენიერი ამინდია. მოკლედ აქვე ახლოს ვარ.” ჯონი გადის და კარს იჯახუნებს. ლიზი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, დაუდევრად იცვამს და ოთახში გაბრაზებული დააბიჯებს, შემდეგ დაავლებს ხელს ბალიშს და ისვრის ოთახის მეორე მხარეს მდგარ დივანზე.
“მე შენ გაჩვენებ სეირს”, ამბობს ის. ურეკავს მეგობარ გოგონას და სთავაზობს სადილზე და საყიდლებზე წასვლას. მოლში (დიდი მაღაზია) ლიზი ყიდულობს 300 დოლარის ღირებულების ახალ ტანსაცმელს – მას სჭირდება ახალი კომპლექტი ტანსაცმლისა, მაგრამ ყიდულობს რამდენიმე დამატებით ჩასაცმელს და კარგად იცის, რომ ჯონი გაგიჟდება, როცა ამას შეიტყობს. მათი საკრედიტო ბარათიდან ახლა ხომ თითქმის არაფერი დარჩა.
ამასობაში ჯონი ამთავრებს თამაშს. თუმცა სახლში არ ბრუნდება, არამედ იქვე რჩება და კლუბის ბარში მიირთმევს სასმელს. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვება...ჯონი აკვირდება კლუბის ოფიციანტებს და გულში ამბობს, რომ ისინი საკმაოდ მიმზიდველები არიან. და როდესაც ახალგაზრდა ქალი ჯონს მესამე ჭიქას უსხამს, ის სარგებლობს მომენტით და ქალს ყურში კომპლიმენტს უჩურჩულებს. ქალი თითქოს შეურაცხყოფილია, მაგრამ იღიმება.
ის მალევე ბრუნდება უკან, ვაჟი იწერს მისი ტელეფონის ნომერს იქვე დაგდებულ ხელსაწმენდზე და ჯიბეში იდებს. სახლში, ქანაობით, ხუთ საათზე ბრუნდება. ლიზი უყურებს ტელევიზორს, რომელსაც ხმა აქვს აწეული. ის შენიშნავს პაკეტების გროვას დივანზე, გაბრაზებული თიშავს ტელევიზორს და იწყებს პაკეტების ქექვას. ლიზი უხეშად ეუბნება რაღაცას და მიდის საწოლ ოთახში, გასვლისას კარს იჯახუნებს. იმ ღამეს ისინი დიდხანს ჩხუბობდნენ. ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ჯონი ღამეს სტუმრებისათვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში ათევს.
შაბათის დილაა და ჯონს სურს გოლფი ითამაშოს თავის მეგობრებთან ერთად. ის საწოლშივე ამბობს ამას და ეუბნება ლიზს, რომ ვერ მოახერხებს სახლში დაბრუნებას 4 საათამდე. ლიზი გაოცებით ამბობს, “მე ვფიქრობდი, რომ დღეს ორივენი პიკნიკზე წავიდოდით!”
“ამისი გაკეთება ხვალეც შეგვიძლია?” უხეშად ამბობს ჯონი. “უკვე ორი კვირაა გოლფი არ მითამაშია. გარეთაც შესანიშნავი ამინდია. მოკლედ აქვე ახლოს ვიქნები!” გასვლისას ჯონი კარს იჯახუნებს.
ლიზი შეურაცხყოფილია, იცვამს ტანსაცმელს და ოთახში გაბრაზებული დააბიჯებს, დაავლებს ხელს ბალიშს და ისვრის ოთახის მეორე მხარეს მდგარ დივანზე.
“არამზადა, დამაცადე!” კივის ლიზი და ძალიან უნდა, რომ პირდაპირ პირში მიახალოს ჯონს, თუ რა გაბრაზებულია.
ლიზი გადაწყვეტს სასეირნოდ წავიდეს, გარკვეული ხნის შემდეგ ის გადაკვეთს პარკს, მისი ტკივილი და სიბრაზე ნელდება. უკანა გზაზე, სახლისაკენ, მას უკვე შეუძლია რომ ილოცოს, “ძვირფასო იესო, მე მართლაც გაბრაზებული ვარ ჯონზე და ვფიქრობ, რომ ის ცუდად მოიქცა. გთხოვ დამეხმარე, რომ მეც არ გავხდე თავკერძა, და რომ სიბრაზემ გამიაროს.”
ლიზი გადაწყვეტს დაურეკოს მეგობარ გოგონას და მასთან ერთად ისადილოს სადმე და შეიაროს საყიდლებზე. მოლში (მაღაზიაში) ყოფნისას ლიზი ახალ კომპლექტს ყიდულობს.
ამასობაში, ჯონი ამთავრებს თავისი თამაშის პირველ ნაწილს. ისა და მისი მეგობრები ჩერდებიან სენდვიჩისათვის და აყოლებენ სასმელს კლუბის ბარში. ჯონი შენიშნავს, რომ იქვე, ფულის შესანახი მანქანის უკან მშვენიერი გოგონა დგას, თუმცა ის მას მხოლოდ მეგობრულ ღიმილს სთავაზობს და ბრუნდება თავის მეგობრებთან. უფრო ადრე, იმავე დილას, ჯონი ფიქრობდა, რომ ლიზი საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო და უსამართლოდ ცდილობდა მის დაკავებას, რომ ის არ წასულიყო მეგობრებთან დროის გასატარებლად. ახლა კი ჯონი თავს დამნაშავედ გრძნობს, იმის გამო, რომ ცუდად მოეპყრო მას. მას არ სიამოვნებს საკუთარი თავი.
“ეი ბიჭებო,” ამბობს ჯონი, “მე დღეს ვწყვეტ ყველაფერს და მივდივარ სახლში. საჭიროა რომ გარკვეული დრო ლიზთან ერთად გავატარო.” ორი მეგობარი ქირქილებს მასზე, მაგრამ ჯონი მყარად დგას თავის გადაწყვეტილებაზე.
როდესაც ლიზი ბრუნდება სახლში შუადღისას, 1 საათზე, გაოცებული ხედავს, რომ ჯონი სახლშია და უზის სამზარეულოში მდგარ მაგიდას. კიდევ უფრო გაოცებული ამჩნევს, რომ სასეირნო კალათა გამოღებულია და სავსეა საჭმელებითა და სასმელით.
“რატომ დაბრუნდი სახლში ასე ადრე?” კითხულობს ლიზი, და მის ხმაში კვლავაც ჩანს წყენა.
“ვწუხვარ, რომ ასე მოვიქეცი ამ დილით,” ამბობს ჯონი. “გოლფის თამაში მინდოდა და აღარ ვფიქრობდი შენს საჭიროებებზე. ვხვდები, რომ საკმაოდ თავკერძულად მოვიქეცი. შესძლებ მაპატიო?”
ლიზი ტუჩებზე კბენს მას. ის კვლავ ნაწყენია, მაგრამ ჩანს, რომ ჯონი მართლაც ნანობს იმას, რაც მოხდა. და ისიც საკმაოდ საკვირველია, რომ მან ასე მალე მიატოვა თავისი გოლფი. “ჰო, მზად ვარ გაპატიო,” ამბობს ლიზი წყნარად.
როდესაც ერთმანეთს ეხვეოდნენ, ჯონმა იკითხა, “შეგვიძლია ახლიდან დავიწყოთ ეს დღე? მე ადრე იმიტომ დავბრუნდი სახლში, რომ ვფიქრობდი, რომ ჩვენ კვლავ გვაქვს დრო პიკნიკისათვის? გინდა რომ წავიდეთ?”
ლიზი თავიდან იშორებს ცდუნებას, სამაგიერო გადაუხადოს ჯონს და დასაჯოს. ამის ნაცვლად ის იღიმება და თავს იქნევს თანხმობის ნიშნად. დღე ახლიდან იწება ორივესათვის. მათი სიბრაზე უკვალოდ ქრება. მათი ურთიერთობები ისეთი ცოცხალია, როგორც დედამიწა გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმის შემდგომ. ორივეს ცხოვრებაში იესომ იმუშავა, უპირველესად აჩვენა თუ როგორ უნდა ეცხოვრათ, შემდეგ კი მისცა მათ იმისი ძალა, რომ უკუეგდოთ საკუთარი ეგოიზმი და ეპატიებინათ ერთმანეთისათვის –ეს არის ის ორი ქმედება, რომელიც არსებითია სიყვარულისათვის, თუმცა ძნელია განსახორციელებლად, რადგანაც მოითხოვს თანმიმდევრობასა და არსებით დახმარებას.
ცხადია ეს ორი სცენარი მხოლოდ ზედაპირულად გვაჩვენებს რთულ პიროვნებათაშორისო სიტუაციას, მაგრამ ისინი წარმოაჩენენ იმას, თუ რატომ იწვევს ღმერთის ჩარევა ინდივიდუალურად ქმრისა და ცოლის ცხოვრებაში და მათ ოჯახურ საქმეებში ასეთ განსხვავებას. ქრისტიანული რწმენა უბრალოდ პრინციპებისა და წესების კოლექცია არ გახლავთ – ის ცოცხალი, პერიოდული ურთიერთქმედებაა ღმერთთან, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიღებთ წინამძღოლობასა და ძალას ისეთი ცხოვრებისათვის, როგორი ცხოვრებისთვისაც ვართ განკუთვნილები.
ღმერთი ბიბლიაში ძალზე მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას გაყრის დამანგრეველ შედეგებთან დაკავშირებით; გამოხატავს თავის პოზიციას იმასთან მიმართებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა პიროვნების საჭიროება შენს პირადულ საჭიროებაზე მაღლა დააყენო, რომ იყოთ ერთმანეთის ერთგულები, რომ თავი აარიდოთ სექსუალურ ამორალურობას, და მრავალ სხვა რამეს. მაგრამ რომ გეთქვას თუ რა უნდა გააკეთო აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვისურვებთ ამის გაკეთებას. მისი წინამძღოლობა ხშირად განსხვავდება იმისაგან, თუ რას ვიგრძნობთ ჩვენ მსგავსი ქცევისას (მაგალითად, უთხრა შენს მეუღლეს სიმართლე, როდესაც სიცრუე ძალზე სასარგებლო შეიძლება ჩანდეს). მაგრამ წყვილები ისევ და ისევ აღმოაჩენენ იმას თუ რა ბრძენია ღმერთი და რა ჭკვიანურია ის, რომ მიენდო და მიჰყვე მის განგებულობას ურთიერთობების შენებისას.
მაგალითად, ღმერთი კვლავ ამბობს, რომ ქორწინება წინ უნდა უსწრებდეს სექსუალურ სიახლოვეს. თუმცა ჩვენს კულტურაში კოლეჯის სტუდენტების 64% ეთანხმება შემდეგ დებულებას -- “იცხოვროთ ერთად როგორც წყვილმა მანამდე, სანამ ჩათვლით, რომ თქვენი დაქორწინება კარგი აზრია.”5 ამ სტუდენტებიდან მრავალი ხედავდა თავისი მშობლების ოჯახურ ცხოვრებას, რომელიც ძალიან ცუდი იყო და ამიტომაც აზრი ურთიერთობების “გამოცდისა”, მათ კარგ და მისაღებ აზრად ეჩვენებათ.
საკითხავია თუ რატომ აყენებს ღმერთი ქორწინებას სქესობრივი კავშირის წინ? იმიტომ, რომ უნდა, რომ ჩვენ განვიცადოთ მყარი, აღმვსებელი სიახლოვე. როგორ შეუძლია ორ ადამიანს თავი საკმაოდ უსაფრთხოდ იგრძნოს მთლიანად მოწყვლად გარემოში – როგორ უნდა მივაღწიოთ ღრმა სიახლოვეს – ისეთ გარემოში სადაც პიროვნებას, როცა კი მოუნდება მაშინ შეუძლია თავი დაიძვრინოს პასუხისმგებლობიდან? გამოკვლევები აჩვენებს, რომ გაყრათა რიცხვი მაღალია იმათ შორის, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ ქორწინებამდე.6 ღმერთის სიბრძნე შეუმცდარია, ის ყოველთვის მართალია. და ყოველთვის ღმერთის წინამძღოლობა გამომდინარეობს ჩვენდამი მისი მზრუნველი და დამცავი სიყვარულიდან.
თუმცა ღმერთს ცხადია არ სურს, რომ იყოს საქორწინო კონსულტანტი, რომელიც დოზირებულად ნერგავს თავის რჩევებს ჩვენს ცხოვრებაში. მას სურს, რომ ჩვენ ვიცნობდეთ, გვქონდეს ურთიერთობა მასთან, და მივენდოთ მას. იმისათვის, რომ ერთგულად გვიყვარდეს ვინმე, ის ამბობს, რომ უპირველესად უნდა გამოვცადოთ მისი უპირობო, და ერთგული სიყვარული ჩვენდამი.
თუმცა ღმერთს ცხადია არ სურს, რომ იყოს საქორწინო კონსულტანტი, რომელიც დოზირებულად ნერგავს თავის რჩევებს ჩვენს ცხოვრებაში. მას სურს, რომ ჩვენ ვიცნობდეთ |
ჩვენდამი მისი სიყვარულის გამო, ღმერთმა რაღაც საუცხოო რამ გააკეთა ჩვენს მხარდასაჭერად. ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, თუ როგორ გვყოფს ჩვენი ეგოიზმი ერთმანეთისგან, და ეს თავკერძობა განსაკუთრებით გვაცალკევებს ღმერთისგან, რომელიც წმიდა და სრულყოფილია. ბიბლია ამბობს “რადგან თქვენმა ურჯულოებამ (ცოდვამ) გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთი.”7 კეთილი საქმეებისა და მცდელობების არანაირ რაოდენობას არ შეუძლია წაშალოს ჩვენი ცოდვა ღმერთის თვალში. უარესი, ჩვენი ცოდვისათვის არსებობს სასჯელი, რომელსაც სიკვდილი ჰქვია. ეს ნიშნავს ღმერთისაგან მარადიულ განშორებას, ჩვენი მიწაზე ცხოვრების შემდეგაც კი. და არც არაფერი არ შეგვიძლია გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად. მისი სტანდარტები სრულყოფილებას მოითხოვს, რისი მიღწევაც ჩვენ არ შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, ღმერთის სამართლიანობას თან ახლავს მისი საოცარი სიყვარული ჩვენდამი – რაც წარმოჩენილია იმით რაც მან გააკეთა.
იესო ქრისტე, რომელიც ღმერთია ადამიანის სხეულში, მოვიდა იმისათვის, რომ გადაეხადა სიკვდილის საზღაური ჩვენი ცოდვებისათვის. იესო იმისთვისაც მოვიდა, რომ ესწავლებინა ჩვენთვის ღვთის გზები და მოეცა ჩვენთვის აზრიანი ცხოვრება. მაგრამ, როგორც მან თქვა მისი, როგორც კაცის მოსვლის უპირატესი მიზანი იყო, მომკვდარიყო ჩვენს მაგივრად. მან სრულად გადაიხადა ყველა ჩვენი ცოდვის გამო – ჩემი ცოდვების, შენი ცოდვების, მთელი მსოფლიოს ცოდვებისათვის – როდესაც ეკიდა ჯვარზე (დასჯის რომაული ფორმა), რათა ჩვენ ნაპატიებლები ვყოფილიყავით. მას შემდეგ რაც ის დაასაფლავეს, იესო ფიზიკურად დაუბრუნდა სიცოცხლეს. ეს მრავალმა მოწმემ დაადასტურა, რომლებმაც აუწყეს მსოფლიოს იმ ახალი სიცოცხლის შესახებ, რომელიც მასშია და რომელსაც ღმერთი გვთავაზობს ჩვენ.
არ არის ჩვენი საქმე, რომ ვიშრომოთ იმისათვის, რომ ღმერთმა მიგვიღოს. ის გვთავაზობს ურთიერთობას თავისთან, როგორც თავისუფალ საჩუქარს. ეს ჩვენი არჩევანია; მივიღოთ თუ არა მისი მიტევება და დავიწყოთ თუ არა მასთან ურთიერთობა. იესომ თქვა, “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემს მიერ.”8 მას სურს რომ შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ კვლავ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროა, რომ მივიღოთ. თუ ქორწინება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს ეს. გსურთ რომ გქონდეთ მარადიული ურთიერთობა ღმერთთან და ნება მისცეთ მას შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში? გინდათ, რომ ნაწინამძღოლები იყოთ მისი სიბრძნით და მხარდაჭერილი მისი ძალით?
თუ გსურთ, შეგიძლიათ ახლავე მოიწვიოთ ის თქვენს ცხოვრებაში. ისევე, როგორც წყვილები არ ითვლებიან დაქორწინებულებად, სანამ ისინი არ წარმოთქვამენ საჯაროდ, “მე თანახმა ვარ”, ასევე ღმერთთან ურთიერთობის დაწყება ადამიანური ნების გააზრებული ქმედებაა. იესომ თქვა, “აი, მე ვდგავარ კართან [თქვენი გულის კართან] და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან.9 თუ ეს ასეა, შეგიძლიათ სთხოვოთ მას შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში სწორედ ახლა. ბიბლია ამბობს, “ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.”10
გსურთ, რომ განიცადოთ ღმერთის სიყვარული და სთხოვოთ მას შემოვიდეს თქვენს გულში? ეს შესაძლოა იყოს ის სიტყვები, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ წარმოსთქვათ მის წინაშე: “უფალო იესო, მინდა რომ იყო ჩემს ცხოვრებაში. მინდა რომ მიწინამძღვრო, და მომიტევო ჩემი ცოდვები. მადლობა იმისათვის, რომ გადაიხადე ჩემი ცოდვებისათვის ჯვარზე. ახლა გთხოვ შემოხვიდე ჩემს ცხოვრებაში. მადლობა შენი აღთქმისათვის, რომ შემოხვალ და აავსებ ჩემს ცხოვრებას, თუ გავხსნი გულის კარებს, რასაც ახლა ვაკეთებ. მადლობა იმისათვის, რომ ახლა მართლაც შემიძლია შენი შემეცნება. ამინ.”
თუ თქვენ გულწრფელად ამბობთ ამას, შეგიძლიათ დაიწყოთ ურთიერთობა ღმერთთან. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას თქვენს ოჯახურ პრობლემებზე? გადამჭრელი, თქვენ გექნებათ სიყვარულით სავსე ქორწინება. ისევე როგორც მრავალი ქმარი და ცოლი, მრავალ შეცდომას დაუშვებთ და დროდადრო ალბათ დაგჭირდებათ აამოქმედოთ მთელი თქვენი ძალისხმევა ოჯახის გასამყარებლად, მაგრამ თუ თქვენ ენდობით მას, ღმერთი მოგცემთ საჭირო ძალასაც და ხედვასაც, იმისათვის, რომ გიყვარდეთ თქვენი მეორე ნახევარი თავდადებული, მიმტევებელი სიყვარულით და იქონიოთ მასთან ერთად მყარი და ხანგრძლივი ქორწინება.
ახლა ვთხოვე იესოს შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში (დამხმარე ინფორმაცია)...
ვმერყეობ, თუ შეიძლება ამიხსენით უფრო დაწვრილებით...
დენის რაინეი არის ქრისტესთვის ჯვაროსნული ლაშქრობის კარვის განყოფილების დირექტორი. ის აგრეთვე გახლავთ ავტორი და მასპინძელი რადიო პროგრამისა “ოჯახური ცხოვრება დღეს.” მასა და მის მეუღლეს, ბარბარას, ექვსი შვილი ჰყავთ.
(1) კენდალ ჰამილტონი და პატრიცია ვინგერტი, ”დოწნ ტჰე აისლე,” ნეწსწეეკ, 20 ჟულყ 1998, პ. 54
(2) ჯონ ჯრ. დილულიო, “მომაკვდინებელი გაყრა,” ნაციონალური მიმოხილვა, 7 აპრილი 97.
(3) “თაობა 2001: ახალი ათასწლეულის პირველი კოლეჯის საგანმანათლებლო კლასის გამოკვლევა,” ჩატარებული 1997-1998 წლებში ლუის ჰარისისა და ჩრდილოდასავლეთის სიცოცხლის ორმხრივი დაზღვევის კომპანიის თანამშრომლობით, 720. ჭისცონსინ ავე., მილწაუკეე, ჭჳ 53202, პპ. 8, 11.
(4) დილულიო, ჯრ., “მომაკვდინებელი გაყრა.”
(5) თაობა 2001: გამოკვლევა, გვ. 11.
(6) შჰერვერტ ჰ. ფრაზიერ, ჵსყცჰოტრენდს (ნეწ ჱორკ: შიმონ & შცჰუსტერ, 1994),
(7) ესაია 59:2
(8) იოანე 14:6
(9) გამოცხადება 3:20
(10) იოანე 1:12
Copyright 1999 Campus Crusade for Christ