რატომ შეგიძლია გწამდეს ბიბლიისა

როგორ შეგვიძლია ვიცოდეთ ჩვენ, რომ იმ ბიბლიას რომელიც დღეს გვაქვს, შეგვიძლია ვენდოთ

ბიბლია ამტკიცებს, რომ ის არის ღმერთის უნიკალური კომუნიკაციური საშუალება კაცობრიობისადმი. მილიონობით ადამიანი აფუძნებს თავის ცხოვრებას ამ უწყებაზე. მილიონობით ადამიანი მოკვდა მისთვის.

შეუძლია თუ არა ინტელექტუალურ ადამიანს სწამდეს ბიბლია?

ცხადია. ბიბლია არ არის ზღაპრების წიგნი. განსხვავებით სხვა სულიერი წიგნებისგან ის არ არის დამოკიდებული ბრმა რწმენაზე. მრავალრიცხოვანი ცხადი მაგალითები მხარს უჭერს ბიბლიის ისტორიულ შესაბამისობას ისევე როგორც მის მტკიცებულებას ღვთაებრივი ავტორობის შესახებ.

  • ძველი ისტორია მხარს უჭერს ბიბლიის, როგორც ისტორიული ჩანაწერის შესაბამისობას.
  • სახარებები გვაწვდის იესოს ცხოვრების მრავალრიცხოვან სარწმუნო ჩანაწერებს.
  • არქეოლოგია მხარს უჭერს ბიბლიურ მონათხრობს.
  • ტექსტის კვლევა ამტკიცებს იმას, რომ ბიბლიის წიგნები არ შეცვლილა, მას შემდეგ რაც ისინი პირველად დაიწერა.

ეთანხმება თუ არა ძველი ისტორია ბიბლიას?

თუ ბიბლია ღვთის უწყებაა ჩვენდამი, ჩვენი უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ისტორიის მისი ვერსია სწორია. არის ასე?

მაგალითად, ბიბლია გვიყვება იმის შესახებ, რომ იესო ნაზარეველმა მრავალი სასწაული მოახდინა, რომ დევნილი იყო რომაელების მიერ, და რომ აღდგა მკვდრეთით. მრავალი ძველი ისტორიკოსი მხარს უჭერს ბიბლიის მონათხრობს იესოსა და მისი მიმდევრების ცხოვრებაზე:

კორნელიუს ტაციტუსი (ახ.წ. 55-120 წწ), პირველის საუკუნის რომაელი ისტორიკოსი, რომელიც მიჩნეულია ძველი სამყაროს ერთერთ ყველაზე ზუსტ ისტორიკოსად.1 ციტატა ტაციტუსის წიგნიდან გვეუბნება, რომ რომაელმა იმპერატორმა ნერონმა” ყველაზე სასტიკი ტანჯვა-წამება მიაყენა ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ქრისტიანებად იწოდებოდნენ... ქრისტუსმა (ქრისტემ), რომლიდანაც მოდის ეს სახელი, იმპერატორ ტიბერიუსის დროს მიიღო განსაკუთრებული სასჯელი ჩვენი ერთ-ერთი პროკურატორის პონტიუს პილატეს ხელით...”2

იოსებ ფლავიუსი, ებრაელი ისტორიკოსი (ახ. წ. 38-100), წერდა ვინმე იესოზე თავის ებრაულ სიძველეებში. იოსებისგან, “ჩვენ გვსმენია, რომ იესო იყო ბრძენი კაცი, რომელმაც საოცარი საქმეები ჩაიდინა, მრავალი დამოძღვრა, გაიჩინა მიმდევრები ებრაელებსა და ბერძნებს შორის, რომლებმაც ირწმუნეს ის როგორც მესია, დადანაშაულებული იქნა ებრაელი მღვდელმთავრებისგან, დასჯილ იქნა ჯვარცმით პილატეს მიერ, და აღიარებულ იქნა, როგორც მკვდრეთით აღმდგარი.”3

სვეტონიუსმა, პლინიუს უმცროსმა და აგრეთე თალესმა შემოგვინახეს ცნობები ქრისტიანული ღვთისმსახურებებისა და ასევე იმ დევნის შესახებ, რომელიც ეთანხმება ახალი აღთქმის აღწერილობებს.

თვით ებრაული თალმუდი, რომელიც ნამდვილად არ არის კეთილგანწყობილი იესოს მიმართ, ეთანხმება მისი ცხოვრების აღწერილობის უმთავრეს მომენტებს. თალმუდიდან, “ვგებულობთ, რომ იესო დაიბადა არაქორწინებითი კავშირით, შემოიკრიბა მოწაფეები, საკუთარ თავს ღმერთს უტოლებდა, ახდენდა სასწაულებს, თუმცა ეს სასწაულები აიხსნება მაგიით და არა ღმერთით.”4

ეს მართლაც შესანიშნავი ინფორმაციია, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ძველი ისტორიკოსები უმთავრეს ყურადღებას მიაპყრობდნენ პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს, და არა ნაკლებად ცნობილ რაბინს რომის იმპერიის რომელიღაც შორეული პროვინციიდან. მართლაც ძველი (ებრაელი, ბერძენი, რომაელი) ისტორიკოსები გვაწვდიან ცნობებს იმ უმთავრეს მოვლენებზე, რომლებიც წარმოდგენილია ახალ აღთქმაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ყოფილან იესოს მორწმუნეები.

არის თუ არა სახარებისეული აღწერილობები იესოს შესახებ სარწმუნო?

სეკულარული ისტორიკოსები აღწერდნენ იესოს ცხოვრების უმთავრეს ფაქტებს, თუმცა მისმა უახლოესმა მოწაფეებმა შემოგვინახეს გაცილებით დეტალური აღწერილობები, რომლებიც დაფუძნებულია საკუთარი თვალით ნანახ ფაქტებზე. ამ აღწერილობებს ეწოდება ოთხი სახარება, ახალი აღთქმის პირველი ოთხი წიგნი. რანაირად შეგვიძლია ჩვენ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იესოს ეს ბიოგრაფიები სარწმუნოა?

როდესაც ისტორიკოსები ცდილობენ განსაზღვრონ, არის თუ არა ბიოგრაფია სარწმუნო, ისინი კითხულობენ, “კიდევ რამდენი სხვა წყარო გვაწვდის იგივე ცნობებს ამ პიროვნების შესახებ?” ვნახოთ როგორ მუშაობს ეს. წარმოიდგინეთ რომ თქვენ აგროვებთ პრეზიდენტ ჯონ ფიტცჯერალდ კენედის ბიოგრაფიებს. თქვენ პოულობთ მისი ოჯახის, მისი პრეზიდენტობის აღწერილობებს, პოულობთ კუბის სარაკეტო კრიზისის მისეულ მართვას და თითქმის ყველა ბიოგრაფია ერთსა და იმავე ფაქტებზე გვიყვება. მაგრამ რა იქნება თუ თქვენ უცბად აღმოაჩენთ, რომ ერთი ბიოგრაფია ასეთ რამეს გვეუბნება, რომ ჯეკი ათი წლის განამვლობაში ცხოვრობდა სამხრეთ აფრიკაში და იქ მღვდლობას ეწეოდა? სხვა ბიოგრაფიები მას ამ დროს ამერიკაში ჰგულობენ; ცხადია, რომ გონიერი ისტორიკოსი დაუჯერებს იმ ცნობებს, რომლებიც ერთმანეთს ეთანხმება.

იესო ნაზარეველს რაც შეეხება, ვპოულობთ თუ არა ჩვენ სხვა ბიოგრაფიებს, რომლებიც ერთსა და იმავე ფაქტებს გვაწვდიან მის ცხოვრებაზე? კი, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზუსტად ერთსა და იმავე ინფორმაციას არ გვაწვდიან, ოთხი სახარება არსობრივად ერთ მოთხრობას გვიყვება:

  მათე მარკოზი ლუკა იოანე
იესო ქალწულისგან დაიბადა 1:18-25 - 1:27, 34 -
ის ბეთლემში დაიბადა 2:1 - 2:4 -
ის ნაზარეთში ცხოვრობდა 2:23 1:9, 24 2:51, 4:16 1:45, 46
იესო მოინათლა იოანე
ნათლისმცემლის მიერ  
3:1-15 1:4-9 3:1-22 -
მან მოახდინა განკურნების სასწაულები 4:24, etc. 1:34, etc. 4:40, etc. 9:7
ის დადიოდა წყალზე 14:25 6:48 - 6:19
მან ხუთი პურითა და ორი თევზით
ხუთი ათასი კაცი დაანაყრა
14:7 6:38 9:13 6:9
იესო უბრალო ხალხს ასწავლიდა 5:1 4:25, 7:28 9:11 18:20
ის დროს სოციალურად გარიყულ
ადამიანებთან ატარებდა
9:10, 21:31 2:15, 16 5:29, 7:29 8:3
ის რელიგიურ ლიდერებს ეპაექრებოდა 15:7 7:6 12:56 8:1-58
რელიგიური ელიტა გეგმავდა მის მოკვლას 12:14 3:6 19:47 11:45-57
მათ იესო რომაელებს გადასცეს   27:1, 2 15:1 23:1 18:28
იესო გაამათრახეს 27:26 15:15 - 19:1
ის ჯვარზე გააკრეს 27:26-50 15:22-37 23:33-46 19:16-30
ის დაკრძალეს აკლდამაში 27:57-61 15:43-47 23:50-55 19:38-42
იესო აღდგა მკვდრეთით და
გამოეცხადა თავის მოწაფეებს
28:1-20 16:1-20 24:1-53 20:1-31

სახარებებიდან ორი დაიწერა მათე და იოანე მოციქულების მიერ, იმ კაცების მიერ, რომლებიც პირადად იცნობდნენ იესოს და მოგზაურობდნენ მასთან ერთად სამი წლის განმავლობაში. დანარჩენი ორი სახარება დაიწერა მარკოზისა და ლუკას მიერ, რომლებიც ძალიან ახლოს იდგნენ მოციქულებთან. ამიტომაც მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაცია სარწმუნოა. ადრეულმა ეკლესიამ მიიღო ეს ოთხი სახარება, რადგანაც მათში არსებული ინფორმაცია შეესაბამებოდა იესოს ცხოვრებაზე იმ დროს არსებულ საერთო ცოდნას.

თითოეულმა სახარების ავტორმა გადმოგვცა ძალზე დეტალური ანგარიში. როგორც წესი რეალური პიროვნების შესახებ სხვადასხვა ბიოგრაფიების თხრობის სტილი განსხვავდება, თუმცა ისინი თანხმდებიან ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ავტორები მხოლოდ საგნების უბრალო აღწერილობით არ იფარგლებიან, და მართლაც ვხედავთ, რომ სახარებები გვაწვდიან სპეციფიურ გეოგრაფიულ სახელებსა და კულტურულ დეტალებს, რომლებიც დადასტურდა ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მიერ.

იესოს მიერ ნათქვამი და დაწერილი სიტყვები არ შეეხება მრავალ თემას, რომლის შესახებაც ადრეულ ეკლესიას ალბათ ძალიან სურდა ჰქონოდა მითითებები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბიოგრაფები პატიოსნები იყვნენ და არ მიაწერდნენ იესოს იმ სიტყვებს, რომლებიც სინამდვილეში მათი საკუთარი ინტერესების გამომხატველი იქნებოდა.

იმისათვის, რომ ნახოთ თუ რა არის წარმოდგენილი სახარებებში, დააჭირეთ ღილაკს აქ.

იქნა თუ არა ბიბლია შეცვლილი ანდა შერყვნილი დროის მდინარების კვალობაზე?

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ახალი აღთქმა “იმდენჯერ” ითარგმნა, რომ ის შეირყვნა მრავალრიცხოვანი თარგმანების გამო. თუ თარგმანები გაკეთებული იქნა სხვა თარგმანებზე დაყრდნობით, მაშინ დასაშვები იქნებოდა ასეთი რამ. მაგრამ თარგმანები ფაქტობრივად კეთდებოდა ბერძნული, ებრაული და არამეული პირველწყაროებიდან, რომლებიც თავის მხრივ დაფუძნებული გახლდათ ათასობით უძველეს მანუსკრიპტზე.

მაგალითად, ჩვენ ვიცით რომ ის ახალი აღთქმა, რომელიც დღეს გვაქვს შეესაბამება თავის ორიგინალს, რადგანაც:
     1. ჩვენ გვაქვს მანუსკრიპტების დიდი რაოდენობა – დაახლოებით 24 000.
     2. ეს მანუსკრიპტები ეთანხმება ერთმანეთს, სიტყვა სიტყვას, ანუ 99,5% ტექსტისა შესაბამისობაშია.
     3. ამ მანუსკრიპტების თარიღები ძალიან უახლოვდება მათი ორიგინალების თარიღებს (იხილეთ ცხრილი ამ სექციის ბოლოს).

როდესაც ადამიანი ადარებს ერთ მანუსკრიპტს მეორესთან, შესაბამისობა გასაოცარია. ხანდახან დამარცვლა განსხვავდება, ხანდახან სიტყვებია გადაადგილებული, თუმცა ყოველივე ეს დიდ გავლენას არ ახდენს გარემოებებზე. ეხებოდა, რა სიტყვების წესრიგს, პრინსტონის თეოლოგიური სემინარიის საპატიო პროფესორი ბრუს მ. მეტცგერი, ამბობს: “ძალიან თვალშისაცემი განსხვავება იკვეთება ინგლისურ ენაში მაშინ, როდესაც იტყვი, “ძაღლი კბენს კაცს” ანდა “კაცი კბენს ძაღლს” -- ინგლისურში თანმიმდევრობას აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ბერძნულში ასე არ არის. ერთი სიტყვის ფუნქციები როგორც წინადადების საგნისა, იგივე რჩება მიუხედავად იმისა, თუ სად დგას ის თანმიმდევრობით.”5

დოქ. რაბი ზაქარიასი, ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტი-პროფესორი, აგრეთვე შენიშნავს: “სინამდვილეში ახალი აღთქმა წარმოადგენს საუკეთესოდ შემოწმებულ ძველ წერილს, რომელიც ერთადერთია დოკუმენტებში, და არც ხანგრძლივ დროს ანდა მოვლენებს, და მრავალგვარ სხვა ნაწერებს შესწევთ იმისი უნარი, რომ ან მხარი აუბან მას ანდა შეეწინააღმდეგონ. არაფერი არ არსებობს ძველ ნაწერებში ისეთი, რომელიც ასე ძალიან გაუსვავს ხაზს მსგავს ტექსტობრივ გამოსადეგობასა და სიზუსტეს.”6

ახალი აღთქმა წარმოადგენს ყველაზე საუკეთესო და სარწმუნო ძველ დოკუმენტს. მისი ტექსტობრივი მთლიანობა გაცილებით ცხადია ვიდრე პლატონის ფილოსოფიური ნაწერები ანდა ჰომეროსის ილიადა. იმისათვის, რათა შეადაროთ ახალი აღთქმა სხვა ძველ ნაწერებს დააჭირეთ ღილაკს აქ.

ძველი აღთქმაც აგრეთვე საუცხოოდ იქნა დაცული. ჩვენი ახალი თარგმანების სიზუსტე მყარდება ძველი მანუსკრიპტების უდიდესი რიცხვით ებრაულ ენაზეც და ბერძნულ ენაზეც, მკვდარი ზღვის გრაგნილების მეოცე საუკუნის აღმოჩენების ჩათვლით. ეს გრაგნილები შეიცავდნენ ძველი აღთქმის წიგნების თითქმის ყველა არსებულ ფრაგმენტს, რომლებიც ძვ.წ. აღრიცხვის 150 წლით თარიღდება. მკვდარი ზღვის გრაგნილების იგივეობა თითქმის 1000 წლის მოგვიანებით ხელით გაკეთებულ ასლებთან თვალშისაცემია; ცხადია, რომ ძველი ებრაელი გადამწერები ამ გრაგნილებით სარგებლობდნენ.

მხარს უჭერს თუ არა არქეოლოგია ბიბლიას?

არქეოლოგიას არ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ბიბლია ღმერთის დაწერილი სიტყვაა ადამიანებისათვის. მიუხედავად ამისა, არქეოლოგიას შეუძლია (და უნდა გააკეთოს კიდეც ეს) ცხადყოს ბიბლიის ისტორიული სისწორე. არქეოლოგებმა თანდათან აღმოაჩინეს სახელები იმ ოფიციალური პირებისა, მეფეებისა, ქალაქებისა და იმ დღესასწაულებისა, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული – და რომლებიც, როგორც ისტორიკოსები ფიქრობდნენ საერთოდ არ არსებობდა. მაგალითად, იოანეს სახარება გვეუბნება, რომ იესომ განკურნა ხეიბარი ბეთ-ხაზდას აუზთან. ტექსტი აღწერს ხუთ სტოას, რომელსაც აუზთან მიჰყავდა ადამიანები. სწავლულები ფიქრობდნენ, რომ აუზი არ არსებობდა, სანამ არქეოლოგებმა არ იპოვეს ის ნიადაგიდან ორმოცი ნაბიჯის ქვემოთ, რაც შეესაბამება ხუთ სტოას.7

ბიბლიაში აღწერილია ისტორიული დეტალების საოცარი რაოდენობა; თუმცა არქეოლოგების მიერ ნაპოვნია ისეთი ადგილებიც, რომლებიც არ არის მასში მოცემული, მაგრამ მიუხედავად ამისა არცერთი არქეოლოგიური აღმოჩენა არ ეწინააღმდეგება იმას რასაც ბიბლია აღწერს.8

საპირისპიროდ, ახალი ამბების რეპორტიორი ლიი სტრობელი შენიშნავს მორმონების წიგნთან დაკავშირებით: “არქეოლოგია ისევ და ისევ მარცხს განიცდის იმაში, რომ მხარი დაუჭიროს მის მტკიცებულებებს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთო აზრის მიხედვით დიდი ხნის წინათ აღმოცენდა ამერიკაში. მე მახსოვს სმიტსონიანის ინსტიტუტის წერილი, რომელსაც უნდა მოეცა ახსნა-განმარტება იმ რომელიმე მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც მხარს დაუჭერდა მორმონიზმის მტკიცებულებებს; თუმცა არაფერი გამოვიდა, არაორაზროვნად ითქვა ის, რომ მისი არქეოლოგები ვერ ხედავენ რაიმე პირდაპირ კავშირს ახალი სამყაროს არქეოლოგიასა და ამ წიგნის საგანთა შორის.” არქეოლოგებს არასოდეს არ უპოვიათ ის ქალაქები, პიროვნებები, სახელები ან ადგილები, რომლებიც ნაგულისხმევია მორმონების წიგნში.9

მრავალი ძველი ადგილმდებარეობა, რომლებიც მოხსენიებულია ლუკას მიერ, საქმეების წიგნში, რომელიც ახალი აღთქმის ნაწილია, იდენტიფიცირებული იქნა არქეოლოგიის მეშვეობით. “ბოლოს და ბოლოს, ლუკა ასახელებს ოცდათორმეტ ქვეყანას, ორმოცდათოთხმეტ ქალაქს და ცხრა კუნძულს ყოველგვარი შეცდომის გარეშე.”10

არქეოლოგიამ აგრეთვე უარყო მრავალი უმწეო თეორია ბიბლიასთან მიმართებით. მაგალითად, ერთ-ერთი თეორია, რომელსაც კვლავ ასწავლიან ზოგიერთ კოლეჯში ამტკიცებს იმას, რომ მოსეს არ შეეძლო დაეწერა ხუთწიგნეული (ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი), რადგანაც წერა-კითხვა ჯერაც არ იყო შექმნილი მის დღეებშიო. შემდეგ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს შავი სტელა. “რომელზეც ე.წ. ლურსმნული დამწერლობით გადმოცემული გახლდათ ჰამურაბის კანონები. იყო თუ არა ის მოსეს შემდეგ? არა ის მოსეზე წინ იყო; და არა მხოლოდ ეს, ის აბრაამზეც წინ იყო (ძვ.წ. 2000 წ). ის წინ უსწრებდა მოსეს ნაწერს დაახლოებით სამი საუკუნით.”11

სხვა უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც 1974 წელს ჩრდილოეთ სირიაში მოხდა ამტკიცებდა იმას, რომ არსებობდა უძველესი ალფაბეტი, ე.წ. ებლას ფირფიტები. ეს 14000 თიხის ფირფიტა განეკუთვნება დაახლოებით ძვ. წ. 2300 წელს, აბრაამზე ასი წლით ადრე.12 ეს ფირფიტები აღწერდნენ ადგილობრივ კულტურას თითქმის ისეთნაირადვე, როგორც ეს აღწერილია დაბადების წიგნის 12-50 თავებში.

ამრიგად არქეოლოგია თანმიმდევრულად ამტკიცებს ბიბლიის ისტორიულ სისწორეს.

მეტი ინფორმაციისათვის, დააჭირეთ ღილაკს აქ იმისათვის, რათა ნახოთ სია ზოგიერთი უმთავრესი არქეოლოგიური აღმოჩენისა.

არსებობს თუ არა წინააღმდეგობები ბიბლიაში?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ბიბლია სავსეა წინააღმდეგობებით, ეს არ არის მართალი. ე.წ. თვალში საცემი წინააღმდეგობების რაოდენობა ფაქტობრივად უმნიშვნელოა იმ მოცულობის წიგნისათვის, როგორიც ბიბლიაა. რაც შეეხება ნახსენებ წინააღმდეგობებს ისინი უფრო უცნაურია (იშვიათია) ვიდრე არსობრივი. ისინი არ შეეხება რწმენის უმნიშვნელოვანეს დეტალებსა და მოვლენებს.

მოგვყავს ე.წ. წინააღმდეგობების რამდენიმე მაგალითი. პილატემ ბრძანა, რომ წარწერა ყოფილიყო ჯვარზე, რომელზეც იესო იყო მილურსმნული. სამი სახარება გადმოგვცემს იმას თუ რა ეწერა იმ დაფაზე:
     მათესთან: “ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.”
     მარკოზთან: “მეფე იუდეველთა.”
     იოანესთან: “იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე.”

სიტყვების წყობა განსხვავდება, ეს არის ერთ-ერთი წინააღმდეგობა. თუმცა ხაზგასასმელია ის, რომ სამივე მწერალი აღწერს ერთსა და იმავე მოვლენას ანუ – იესო ჯვარცმულ იქნა. ამაში სამივე ერთი აზრისაა. მათ ისიც კი დაწერეს, რომ დაფა ჯვარზე იქნა მიკრული, და რომ დაფაზე გადმოცემული აზრი იგივეა სამივე აღწერილობაში!

რა შეიძლება ითქვას თავად ფორმულირებაზე? ბერძნულ ენაში, რომელზეც დაიწერა სახარებები, ისინი არ იყენებენ ციტირებულ სიმბოლოს, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას დღეს იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პირდაპირი ციტირება. სახარებების ავტორები აკეთებდნენ არაპირდაპირ ციტირებას, რამაც გამოიწვია ამ ადგილის უმნიშვნელო განსხვავება.

კიდევ გაგაცნობთ თვალშისაცემი წინააღმდეგობის სხვა მაგალითს. ორი ღამე იყო თუ სამი ღამე იესო საფლავში თავისი აღდგომის წინ? იესომ ჯერ კიდევ ჯვარცმის წინ თქვა, “ვინაიდან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში” (მათე 12:40). მარკოზი აღნიშნავს სხვა სიტყვებს, რომელიც იესომ წარმოთქვა, “აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ; შეურაცყოფენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება.” (მარკ. 10:33,34)

იესო მოკლეს პარასკევს, ხოლო აღდგომა მოხდა კვირას. მაშ როგორღა შეეძლო მას სამი დღე და სამი ღამე ყოფილიყო საფლავში? იმ დროში ეს იყო ებრაული გამოთქმა, რომ დღის ან ღამის რომელიმე ნაწილი ჩაეთვალათ, როგორც მთლიანი დღე ანდა ღამე. ასე, რომ პარასკევი, შაბათი და კვირა ჩაითვლებოდა სამ დღედ და სამ ღამედ იესოს დროის კულტურაში. ჩვენც ანალოგიურად ვლაპარაკობთ დღეს – მაგალითად თუ პიროვნება იტყვის, “მე მთელი დღე საყიდლებზე დავდიოდიო” ჩვენ ცხადია მივხვდებით, რომ ის არ გულისხმობდა მთელ დღეს ანუ 24 საათს.

ეს არის ზემოთხსენებული ტიპიური წინააღმდეგობები ახალ აღთქმაში. მათი უმეტესობა გადაიჭრება მაშინ თუ უფრო ახლოს გაეცნობი ტექსტს თავისთავად ანდა თუ შეისწავლი აღწერილი მოვლენის ისტორიულ ფონს.

ვინ დაწერა ახალი აღთქმა? რატომ არ იქნა მიღებული აპოკრიფები, იუდას სახარება ანდა თომას სახარება?

არსებობს სოლიდური მიზეზი იმისათვის, რომ ვენდოთ ახალი აღთქმის წიგნების დღევანდელ სიას. ეკლესიამ ახალი აღთქმის წიგნები თითქმის მათი დაწერისთანავე მიიღო. ითვლებოდა რომ მათი ავტორები იესოს უახლოესი მოწაფეები და მათი მიმდევრები იყვნენ, კაცები რომელთაც იესომ მიანდო ადრეული ეკლესიის წინამძღვრობა. ორი სახარების ავტორები მათე და იოანე იყვნენ იესოს უახლოესი მოწაფეები. მარკოზი და ლუკა კი მოციქულების თანაშემწეები, რომლებმაც თავად მოციქულების მიერ გადაცემული მასალები დაამუშავეს იესოს ცხოვრებაზე.

ახალი აღთქმის სხვა ავტორებსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ იესოსთან: იაკობი და იუდა იყვნენ იესოს ნახევარძმები, რომლებსაც თავის დროზე არ სჯეროდათ მისი. პეტრე ერთ-ერთი გახლდათ თორმეტი მოციქულიდან. პავლემ თავისი მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ქრისტიანობის მოწინააღმდეგემ, მაგრამ მას შემდეგ რაც ჰქონდა გამოცხადება ქრისტესი, ის გახდა მოციქული. მას აგრეთვე კავშირი ჰქონდა სხვა მოციქულებთან.

ახალი აღთქმის წიგნების შინაარსი მისდევს იმას, რაც საკუთარი თვალით იხილა ათასობით ადამიანმა. როდესაც სხვა წიგნები ათეული წლების მოგვიანებით დაიწერა (მაგალითად იუდას სახარება, რომელიც გნოსტიკოსების სექტის მიერ დაახლოებით ახ. წ. 137-170 წლებში შეიქმნა., ეს მოხდა დიდი დაგვიანებით იუდას სიკვდილიდან), ამიტომაც ეკლესიისათვის არ იყო ძნელი, რომ ის ყალბად შეერაცხათ. თომას სახარება კი, რომელიც დაიწერა დაახლოებით ახ. წ. 140 წელს., კიდევ ერთი მაგალითია მოციქულის სახელის ყალბი ხმარებისა. ეს და სხვა გნოსტიკური სახარებები კონფლიქტში მოდიოდა იესოსა და ძველი აღთქმის ნაცნობ სწავლებასთან, და ხშირად შეიცავდა მრავალრიცხოვან ისტორიულ და გეოგრაფიულ შეცდომებს.13

ახ. წ. 367 წელს ათანასემ ფორმალურად ჩამოთვალა ახალი აღთქმის 27 წიგნი (იგივე ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს). ამის შემდეგ მალევე, იერონიმე და ავგუსტინე იგივე სიას მიმართავდნენ. ეს სია, მიუხედავად ამისა, არ ყოფილა აუცილებელი ქრისტიანების უმრავლესობისათვის. მთლიანობაში მთელმა ეკლესიამ აღიარა და გამოიყენა წიგნების იგივე სია ქრისტეს შემდეგ პირველი საუკუნიდანვე. რამდენადაც ეკლესია იზრდებოდა ბერძნულად მოლაპარაკე მიწების გარეთაც, და საჭირო ხდებოდა წერილების თარგმნა, და რამდენადაც ჩამოცილებული სექტები განაგრძობდნენ თავიანთი წმინდა წიგნების დანერგვას, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ყოფილიყო განსაზღვრული სია (ანუ კანონი).

რატომ დასჭირდა ახალი აღთქმის სახარებებს 30-60 წლები იმისათვის, რომ შედგენილიყო?

მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დაიწერა სახარებები იესოს სიკვდილისა და აღდგომისთანავე არის ის, რომ იმ მომენტში არ არსებობდა თვალსაჩინო საჭიროება მსგავსი წერილებისა. თავდაპირველად სახარება ვრცელდებოდა სიტყვიერად. იერუსალიმში არ არსებობდა იმისი საჭიროება, რომ შექმნილიყო დაწერილი გადმოცემა იესოს ცხოვრებაზე, რადგანაც იერუსალიმის რეგიონში მყოფთაგან თითქმის ყველა კარგად იცნობდა მასაც და მის საქმიანობასაც.14

და როდესაც სახარება გავრცელდა იერუსალიმის გარეთ, და როდესაც ცოცხალი მოწმეები უკვე ვეღარ სწვდებოდნენ ყველაფერს, გაჩნდა იმისი მოთხოვნილება, რომ შედგენილიყო წერილობითი დოკუმენტები იმისათვის, რათა გაენათლებინა სხვები იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე. მრავალი მკვლევარი ათარიღებს სახარებებს ახ. წ. 30-იანი და 60 წლებს შორის.

ლუკას მეტი გარკვეულობა შეაქვს ამ საკითხში თავისი სახარების დასაწყისში, როდესაც ლაპარაკობს იმ მიზეზებზე თუ რატომ მოკიდა ხელი მან ამ საქმეს: “რაკი უკვე ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას, როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა, მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე, რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია.”15

იოანეც გვაწვდის მიზეზს იმისა, თუ რატომ დაიწერა მისი სახარება: “ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.”16

თუ გსურთ, რომ იცოდეთ გაცილებით მეტი იესოს შესახებ, ეს სტატია მოგცემთ კარგად დაჯამებულ მასალას მის ცხოვრებაზე. სტატიას ჰქვია: ბრმა რწმენის მიღმა.

აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რაც იესომ გააკეთა და თქვა და რაც აღწერილია სახარებებში?

რა თქმა უნდა. ვინაიდან რწმენას რაიმე ფასეულობა რომ გააჩნდეს, ის უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებსა და რეალობას. ახლავე მოგახსენებთ რატომ. თუ აპირებთ ლონდონში გამგზავრებას, თქვენ ალბათ გექნებათ იმისი რწმენა, რომ ძრავა გამართულია და საწვავი შევსებული და რომ თვითმფრინავის პილოტი კარგადაა გაწვრთნილი, და რომ არც ტერორისტები არიან ბორტზე. თუმცა თქვენი რწმენა არ არის ის, რაც ლონდონში ჩაგიყვანთ. თქვენი რწმენა მხოლოდ თვითმფრინავში აგიყვანთ. და ფაქტობრივად რაც ჩაგიყვანთ ლონდონში არის თვითმფრინავის გამართულობა, პილოტის პროფესიონალიზმი და ა.შ. შენ შეგიძლია დაეყრდნო საკუთარ დადებით გამოცდილებას წარსული ფრენებიდან. თუმცა ეს დადებითი გამოცდილება არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ თვითმფრინავი ლონდონში ჩაიყვანოს. როგორია თქვენი რწმენის ობიექტი – არის ის სარწმუნო?

გვაწვდის აღთქმა იესოს მართალ და სარწმუნო სურათს? ცხადია. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ახალ აღთქმას, რადანაც ის შეიცავს მრავალრიცხოვან ფაქტობრივ მასალას ამისათვის. ეს სტატია შეეხო შემდეგ მომენტებს: ისტორიკოსებისა და არქეოლოგების საერთო შეხედულებებს, აგრეთვე ოთხივე სახარებების ბიოგრაფიული მასალების თანხმობას, ხელნაწერების დაცულობაც საუცხოოა, და არსებობს უპირატესი შესაბამისობა თარგმანებში. ყოველივე ეს იძლევა სოლიდურ საფუძველს იმისათვის, რომ ვირწმუნოთ ის, რასაც ვკითხულობთ ახალ აღთქმაში: ის, რომ იესო არის ღმერთი, ის, რომ მან იტვირთა სასჯელი ჩვენი ცოდვებისათვის, და ის, რომ ის აღდგა მკვდრეთით.

გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტით თუ გაქვთ დამატებითი კითხვები.

გადააგზავნე ეს გვერდი როგორ დავიწყოთ ურთიერთობა იესოსთან

1. ჯოშ მაკდოუელი. ახალი რეალობა, რომელიც მოითხოვს ვერდიქტს (ტომას ნელსონის გამომცემლობა, 1999), გვ. 55
(2) ტაციტუსი, ა. 15.44.
(3) მიხეილ ვილკინსი, ჯ.პ. იესო ცეცხლის წინ (ზონდერვანის საგამომცემლო სახლი, 1995), გვ. 40.
(4) ჳბიდ.
(5) სტრობელ ლიი. ქრისტეს ისტორია (ზონდერვანის საგამომცემლო სახლი, 1998), გვ. 83.
(6) რაბი ზაქარიასი. შეუძლია ადამიანს იცხოვროს ღმერთის გარეშე? (სიტყვის გამომცემლობა, 1994), გვ. 162.
(7) სტრობელი, გვ. 132.
(8) ცნობილი ებრაელი არქეოლოგი, ნელსონ გლუეკმა დაწერა: “კატეგორიულად შეიძლება ითქვას, რომ არცერთი არქეოლოგიური აღმოჩენა არ მოსულა წინააღმდეგობაში ბიბლიურ მითითებასთან.” ციტირებულია ჯოშ მაკდოუელის მიერ. ახალი რეალობა, რომელიც მოითხოვს ვერდიქტს (ტომას ნელსონის გამომცემლობა, 1999), გვ. 61.
(9) სტრობელი, გვ. 143-144.
(10) ნორმან გეიზლერი. ქრისტიანი აპოლოგეტიკოსების ბეკერის ენციკლოპედია (გრანდ რაპიდსი: ბეკერი, 1998).
(11) ჯოშ მაკდოუელი. ახალი რეალობა, რომელიც მოითხოვს ვერდიქტს (1972), გვ. 19.
(12) ჯოვანი პეტინატო. ებლას არქივები: თიხის ფირფიტებში ჩატეული იმპერია (გარდენ სიტი, დოუბლდეი, 1981)
(13) ფ. ბრუსი. წიგნები და პერგამენტები: როგორ მივიღეთ ჩვენი ინგლისური ბიბლია (ფლემინგ ჰ. რეველი. 1950), გვ. 113.
(14) იხილეთ საქმეების წიგნი 2:22, 3:13, 4:13, 5:30, 5:42, 6:14, ა.შ.
(15) ლუკა 1:1-4
(16) იოანე 20:30,31





იხილეთ თუ რა არის წარმოდგენილი ერთ-ერთ სახარებაში...

სახარებები წარმოდგენილია, როგორც ფაქტის არსი, “ეს არის ის, თუ როგორ იყო ეს.” თვით თხრობაც კი იმის შესახებ, როდესაც იესო სასწაულებს ახდენდა წარმოდგენილია სენსაციონალიზმისა და მისტიციზმის გარეშე. ერთ-ერთი ტიპიური მაგალითი მოყვანილია ლუკას სახარებაში, თავი 8, სადაც აღწერილია ის, თუ როგორ გააცოცხლა იესომ პატარა გოგონა. ყურადღება მიაქციეთ დეტალებსა და სიცხადეს ამ თხრობაში:

და აჰა, მოვიდა კაცი სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფერხთით და ევედებოდა, შინ გაჰყოლოდა. ვინაიდან ერთადერთი ასული ყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა.

იესო რომ მიდიოდა, ხალხი ზედ აწყდებოდა მას. იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა.

უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.

თქვა იესომ: “ვინ შემეხო?” როცა ყველამ იუარა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: “მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?” ხოლო იესომ თქვა: “ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან.”

ქალმა, რაკი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა. უთხრა მას: “ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!”

ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: “შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს.” იესომ, ეს რომ მოისმინა, მიუგო მას: “ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება.”

სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა. ყველა მოთქვამდა და დასტიროდა მას, მან კი უთხრა: “ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, სძინავს მხოლოდ.” ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.

ხელი ხელში ჩასჭიდა, შესძახა და თქვა: “გოგონავ, ადექ!” და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა იგი და მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის. და გაუკვირდათ მის მშობლებს. მან უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.

ადამიანების განკურნების სხვა მონათხრობების მსგავსად, ამ მონათხრობსაც სანდოობის ბეჭედი აზის. ეს რომ ფიქცია იყოს, მაშინ ამ მონათხრობში მოცემული ზოგიერთი ადგილი მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ სულ სხვანაირად აღწერილიყო მოვლენა. მაგალითად, ფიქციურ მონათხრობში აუცილებლად იქნებოდა რაღაც სულის შეგუბების მსგავსი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. ეს რომ ფიქცია იყოს, მგლოვიარე ადამიანები არ დაიწყებდნენ სიცილს მის განცხადებაზე; შესაძლოა გაბრაზებულიყვნენ, შესაძლოა გული სტკენოდათ, მაგრამ სიცილს არ დაიწყებდნენ. და ბოლოს, ფიქციის შემთხვევაში, განა უბრძანებდა იესო მის მშობლებს გაჩუმებულიყვნენ და არავისთვის არ ეთქვათ მომხდარის შესახებ? ბუნებრივია, რომ ასეთი რამის შემდეგ შთაბეჭდილება უდიდესი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რეალური ცხოვრება არ არის ყოველთვის წყნარი. მასზე ხშირად გვხვდება დაბრკოლებები და ადამიანებიც ხანდახან უცნაურად რეაგირებენ. ამიტომაც იესოსაც გააჩნდა თავისი საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ გოგონას მშობლებს არ გაეხმაურებინათ მის მიერ მოხდენილი ეს დიდი სასწაული.

საუკეთესო გამოცდა იმაში დასარწმუნებლად, რომ სახარებები მართლაც სანდო და სარწმუნოა, მათი გაცნობაა. იკითხება ისინი როგორც რეალური საქმეების აღწერილობა, თუ გრჩებათ ფიქციის შთაბეჭდილება? თუ შთაბეჭდილება რეალურია, გამოდის რომ ღმერთმა გაგვიცხადა საკუთარი თავი. იესო მოვიდა, ცხოვრობდა, ასწავლიდა, და სიცოცხლე შთაუნერგა და მოუტანა მილიონობით ადამიანს; მათ ვინც კითხულობს მის სიტყვას და ეცნობა მის ცხოვრებას. ის რაც იესომ განაცხადა სახარებებში, მრავალმა მიიღო სარწმუნოდ: “მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.” (იოანე 10:10)

დაუბრუნდით სტატიას


ახალი აღთქმის შედარება სხვა ძველ წერილებთან...

აქ წარმოდგენილია ის თუ როგორ ედარება ახალი აღთქმა სხვა ძველ წერილებს*:

ავტორი წიგნი დაწერის
თარიღი
უადრესი დროის
ინტერვალი
ასლები
ჰომეროსი ილიადა ძვ.წ. 800 ძვ.წ. 400-დან 400 წწ. 643
ჰეროდოტე ისტორია ძვ.წ. 480-425 ახ.წ. 900 1350 წწ. 8
თუკიდიდე ისტორია ძვ.წ. 460-400 ახ.წ. 900 1300 წწ. 8
პლატონი   ძვ.წ. 400 ახ.წ. 900 1300 წწ. 7
დემოსთენე   ძვ.წ. 300 ახ.წ. 1100 1400 წწ. 200
კეისარი გალური ომები ძვ.წ. 100-44 ახ.წ. 900 1000 წწ. 10
ტაციტუსი ანალები ახ.წ. 100 ახ.წ. 1100 1000 წწ. 20
პლინიუს
სეკუნდუსი
ბუნებრივი
ისტორია
ახ.წ. 61-113 ახ.წ. 850 750 წწ. 7
ახალი აღთქმა ახ.წ. 50-100 ახ.წ. 114
(ნაწილები)
ახ.წ. 200
(წიგნები)
ახ.წ. 325
(სრული ახ. აღთქმა)
+50 წწ.

100 წწ.

225 წწ.
5366

*ჯოშ მაკდოუელი. ახალი რეალობა, რომელიც მოითხოვს ვერდიქტს (ტომას ნელსონის გამომცემლობა, 1999), გვ.55

დაუბრუნდით სტატიას


ზოგიერთი უმთავრესი არქეოლოგიური აღმოჩენის სია

არქეოლოგიური აღმოჩენა მნიშვნელობა
მარის ფირფიტები დაახლოებით 20 000 თიხის ფირფიტა, რომელიც თარიღდება აბრაამის წინა დროით, და ხსნის დაბადების წიგნში აღწერილ მრავალ პატრიარქალურ ტრადიციას.
ებლას ფირფიტები დაახლოებით 20 000 ფირფიტა. მრავალი მათგანი შეიცავს კანონებს, რომლებიც მსგავსია იმ კანონებისა, რომლებიც მეორე რჯულის წიგნშია მოყვანილი. მოხდა დაბადების წიგნში მოხსენიებული ხუთი ქალაქის (სოდომი, გომორა, ადმა, ზებოიმი და ზოარი), იდენტიფიცირება ამ ფირიფიტებში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ნუზის ფირფიტები ისინი აღწერენ იმ ადათ-წესებს, რომლებიც არსებობდა 14 და 15 საუკუნეებში, პარალელურად პატრიარქების დროისა. ამ ფირფიტებში აღწერილია აგრეთვე ის წესიც, როდესაც შინა მოსამსახურე გამოიყენებოდა შვილის გასაჩენად მაშინ როდესაც თავად ქალბატონი უნაყოფო იყო.
შავი სტელა ამტკიცებს, რომ დაწერილი კანონები არსებობდა მოსეს მიერ შექმნილ კანონებამდე სამი საუკუნით ადრე.
კარნაქის ტაძრის კედლები, ეგვიპტე აღნიშნავს იმას, რომ ძვ.წ 10 საუკუნეში, აბრაამის დროს არსებობდა დამწერლობა.
ეშნუნას კანონები (ძვ.წ. 1950 წ.)

ლიპიტ-იშტარის კანონების კრებული (ძვ.წ. 1860 წ.)

ჰამურაბის კანონები (ძვ.წ. 1700 წ.)
აჩვენებს იმას, რომ ხუთწიგნეულის კანონები არ იყო ძალზე სოფისტიკური იმ პერიოდისათვის.
რაშ შარმას ფირფიტები გვაწვდის ინფორმაციას ებრაულ პოეზიაზე
ლაჩიშის წერილები აღწერს ნაბუქოდონოსორის ლაშქრობას იუდეაში და შუქს ჰფენს წინასწარმეტყველ იერემიას დროებას.
გედალიაჰუს ბეჭედი გედალიაჰუ ნახსენებია 4-ე მეფეთა 24:22-ში
კიროსის ცილინდრი ადასტურებს ბიბლიურ ამბავს, რომელიც შეეხება კიროსის დეკრეტს იერუსალიმის ტაძრის აღდგენის შესახებ (იხ. 2ნეშტთა 36:23; ეზრა 1:2-4).
მოაბიტის ქვა გვაწვდის ინფორმაციას ორმიზე, ისრაელის 6-ე მეფეზე
სალმანასარის შავი ობელისკი ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ დაემორჩილა იეჰუ, ისრაელის მეფე, ასირიის მეფეს.
ტაილორის პრიზმა შეიცავს ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუტია სენაქერიბმა იერუსალიმს ხიზკიას, ისრაელის მეფის დროს.
კრიტიკოსების წარსული შენიშვნები ნაპასუხები არქეოლოგიის მიერ
მოსეს არ შეეძლო დაეწერა ხუთწიგნეული რადგანაც მის დროს ჯერაც არ არსებობდა დამწერლობა ცხადი გახდა, რომ დამწერლობა მოსემდე კარგა ხნით ადრე არსებობდა.
აბრაამის მშობლიური ქალაქი ური არ არსებობდა ური აღმოჩენილ იქნა. ერთ-ერთ კოლონაზე ეწერა “აბრამი.”
ქალაქი, რომელიც მაგარ კლდეზე მდებარეობდა და რომელსაც “პეტრა” ერქვა არ არსებობდა. პეტრა აღმოჩენილ იქნა
ქალაქ იერიქონის დაცემის ამბავი მხოლოდ მითია. იერიქონს არასოდეს კედლები უარსებია ქალაქი აღმოჩენილი და გათხრილი იქნა. დადგინდა, რომ ქალაქის ზუსტად ისე ჩამოიქცა, როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი.
ხეთების სამეფო არასოდეს არ არსებულა ასობით მინიშნება იქნა აღმოჩენილი საოცარ ხეთურ ცივილიზაციაზე. ერთმა მეცნიერმა დისერტაციაც კი დაიცვა ამ თემაზე ჩიკაგოს უნივერსიტეტში
ბელშაცარი არ ყოფილა ბაბილონის მეფე სინამდვილეში; მისი სახელი არ ყოფილა აღმოჩენილი ანალებში ბაბილონში აღმოჩენილი ფირფიტები აღწერენ ამ ადამიანის მმართველობას. ის იყო ნაბონიდუსის ძე.

დაუბრუნდით სტატიას

როგორ დავიწყოთ ურთიერთობა იესოსთან

გაქვთ შეკითხვა?

გადააგზავნე ეს გვერდი