ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო მთელი მისი სისავსით და უკიდეგანობით, შეიძლება ჩვენგან შემეცნებადი იყოს. ის გველაპარაკება საკუთარი თავის შესახებ, თუმცა ამაზე მეტსაც გვთავაზობს. ის მოგვიწოდებს რომ ვიქონიოთ ურთიერთობა მასთან, რომ შევძლოთ პირადად გავიცნოთ იგი. ჩვენ არა მხოლოდ ცოდნა შეგვიძლია შევიძინოთ მასზე, ჩვენ შეგვიძლია ვიცნობდეთ მას პირადად.
ასე თქვა უფალმა: “თავს ნუ შეიქებს ბრძენი თავისი სიბრძნით და თავს ნუ შეიქებს ძლიერი თავისი ძალით, და თავს ნუ შეიქებს მდიდარი თავისი სიმდიდრით. არამედ მაქებელმა იმითი შეიქოს თავი, რომ მიხვდა და მიცნობს მე, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი!” (იერემია 9:23,24)
ღმერთი მოგვიწოდებს ჩვენ ვისაუბროთ მასთან და ჩავრთოთ ის იმ საქმეებში რაც ჩვენი საზრუნავია. არ უნდა ვიყოთ სულწასულები, არც მაინცდამაინც ის არის საჭირო, რომ ვიყოთ ძალიან დახვეწილები, თეოლოგიურად განსწავლულები ანდა წმინდანები. თავად მისი ბუნებაა მოსიყვარულე და ამიტომაც გვიღებს ისეთებს, როგორებიც ვართ.
“ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.” (ფსალმუნი 144:18)
თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მხოლოდ უკვე არსებული მასალით შეგვიძლია და თუ რამის აშენება შეგვიძლია მხოლოდ წინმსწრები ფიქრით შეგვიძლია. ღმერთს აქვს უნარი არარსებული არსებულად აქციოს, არა მხოლოდ გალაქტიკები და სიცოცხლის ფორმები, არამედ დასკვნებიც დღევანდელ პრობლემებზე. ღმერთი შემოქმედია. ჩვენთვის მისი ძალა და შემოქმედება არის რაღაც ისეთი რამ, რაც უნდა, რომ ვიცოდეთ და მისი იმედი გვქონდეს.
“დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.” (ფსალმუნი 146:5)
“...საიდან მოვა ჩემი შეწევნა? ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა.” (ფსალმუნი 120:1,2)
ჩვენ ვცოდავთ. ჩვენ მიდრეკილები ვართ, რომ ვიაროთ ჩვენი გზებით ვიდრე ღმერთის გზებით. ის კი ხედავს ამას და იცის ამის შესახებ. ღმერთი ზედამხედველივით არ უყურებს ჩვენს ცოდვებს, მაგრამ მან უნდა განსაჯოს და გაასამართლოს ადამიანები მათი ცოდვების გამო მომავალში. მიუხედავად ამისა, ღმერთი მიმტევებელია და გვაპატიებს ჩვენ იმ მომენტიდან, როდესაც ურთიერთობას დავიწყებთ მასთან. იესომ, ღვთის ძემ გადაიხადა ჩვენი ცოდვებისათვის მაშინ, როდესაც ჯვარზე მოკვდა. ის აღდგა მკვდრეთით და გვთავაზობს პატიებას.
და ამით გამოჩნდა: “ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით...” (რომაელთა 3:22,25)
მსგავსად იმ პიროვნებისა, რომელიც განდობს თავის ფიქრებსა და განცდებს, ღმერთიც მკაფიოდ გველაპარაკება საკუთარ თავზე, შესაძლო განსხვავებაა ის, რომ ის ყოველთვის მართალია (უმწიკვლოა). ყველაფერი, რასაც ის ამბობს საკუთარ თავზე, ანდა ჩვენზე, სანდო ინფორმაციაა. ჩვენგან, ჩვენი გრძნობების, ფიქრებისა და შეგრძნებებისგან განსხვავებით, ღმერთი სრულად ზუსტი და პატიოსანია იმაში, რასაც ამბობს. თითოეული აღთქმა, რომელსაც ის წარმოსთქვამს ჩვენთან მიმართებით აღსრულდება. ის რასაც ამბობს იმას გულისხმობს ამიტომაც შეგვიძლია დავეყრდნოთ მის სიტყვებს.
“საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, აგონიერებს მიამიტებს. სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.” (ფსალმუნი 118:130, 105)
როგორ გინდა რომ ყოველთვის 100% მართალი იყო, ყოველივეს შესახებ? ღმერთი არის. მისი სიბრძნე შეუზღუდავია. მას ესმის სიტუაციის ყველა გარემოება, მათ შორის წარსულისაც და მომავლისაც, რომლებიც ამ სიტუაციებთან არიან დაკავშირებულნი. ჩვენ არ შეგვიძლია შევუსწოროთ, ვურჩიოთ ანდა დავითანხმოთ ის იმაში, რომ სწორედ მოიქცეს. ის ყოველთვის ასე მოიქცევა, ვინაიდან ის უნარიანია და მისი მოტივებიც წმიდაა. თუ ჩვენ დავეყრდნობით მას, ის არასოდეს არ დაუშვებს შეცდომას, არასოდეს არ გვიგანებს და არ მოგვატყუებს. ჩვენ შეგვიძლია სრულად დავეყრდნოთ მას და გვჯეროდეს, რომ ის გააკეთებს იმას რაც სწორია, ყველა გარემოებაში და ყველა დროს.
“ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება...” (ფსალმუნი 24:3)
შემდეგი ტექსტი ხსნის იმას, თუ როგორ შეგიძლია დაიწყო ურთიერთობა ღმერთთან სწორედ ახლა: იცნობდე ღმერთს პირადად.
როგორ დავიწყოთ ურთიერთობა იესოსთან